GE

ზუგდიდში კორონავირუსი კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მე-5 კლასი დროებით დისტანციურ სწავლებაზე გადავა. მიზეზი სკოლაში კორონავირუსის გამოვლენაა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ მამუკა ბულიას ინფორმაციით, კორონავირუსი ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა.

“ორი პარალელური კლასია, ერთ-ერთში გამოვლინდა ერთი შემთხვევა. ინფიცირებული ბავშვი ბოლო სამი დღე არ დადიოდა სკოლაში და ათი დღის ნაცვლად, ამ კლასის მოსწავლეები დისტანციურად 1 კვირა ისწავლიან”, – განაცხადა მამუკა ბულიამ.

ინფორმაციისთვის ქალაქის სკოლებში სასწავლო პროცესის კლასებში დაწყებიდან დღემდე, ოფიციალური მონაცემებით, 10-ზე მეტი შემთხვევა არ გამოვლენილა.

წყარო: რადიო „ათინათი“

 

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური