GE

10 საინტერესო წიგნი, რომლებიც დაძინების საშუალებას არ მოგცემთ

მკითხველის მუდმივ დაძაბულობაში ყოფნა და ამავე დროს საინტერესო ამბის მოყოლა – ნამდვილი ხელოვნებაა, რომლის ნიჭიც ყველა მწერალს არ აქვს. თუმცა, არსებობს წიგნები, რომლებიც მცირე მოცულობის მიუხედავად ისე ართობენ მკითხველს, რომ ყველა სხვა საქმე მეორე ადგილზე ინაცვლებს.

გთავაზობთ წიგნების ჩამონათვალს, რომელთაც შეუძლიათ წარმოუდგენელი შთაბეჭდილებების მთელი ღამე ან თუნდაც დღე გაჩუქოთ და სასიამოვნო შეგრძნებებიც დაგიტოვოთ.

დენიელ კიზი ,,ყვავილები ელდჯერნონისთვის“ – იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ერთდროულად სასიამოვნო საკითხავსა და გონებრივ საზრდოს ეძებთ, მაშინ დენიელ კიზის ეს პატარა რომანი არ გამოგრჩეთ. მასში მოთხრობილია ჩვეულებრივი, საცხობის დამლაგებელი ვაჟის ისტორია. მისი IQ 60–ს არ აღემატება და ერთ დღესაც ის გენიოსად, პლანეტის უჭკვიანეს ადამიანად იქცევა. განა შეიძლება ამ დროს საკუთარი შიშების დაძლევა და მარტოობის დამარცხება? კიზი ამ კითხვაზე თავის პასუხს გთავაზობთ.

სერგეი დოვლატოვი ,,ჩემოდანი“ – დოვლატოვის ,,ჩემოდანი“ გონებამახვილური მოთხრობებითა და ჩანაწერებითაა გაჯერებული, რომლებიც მწერლის ცხოვრებისეულ ისტორიებს ინახავენ. თქვენ ისინი სერიოზულად და დიდი ხნით შეგიყავრდებათ. დოვლატოვის საიდუმლო ალბათ იმაშია, რომ ის სიტუაციებს სპეციალურად წიგნისთვის არ იგონებს, არამედ ყვება იმის შესახებ, რასაც თვითონ აკვირდებოდა და ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევს, რაღა თქმა უნდა იუმორის გამოყენებით.

რობერტ ჰაინლაინი ,,სამყაროს გერები“ – შორეულ კოსმოსში დაკარგული გიგანტური ხომალდის მაცხოვრებლებს უკვე დიდი ხანია მის გარეთ ცხოვრება დაავიწყდათ.  ისინი ორ ბანაკად გაიყვნენ და ებრძვიან ერთმანეთს. თქვენ მარტივად ვერ შეეშვებით რომანს, რომელმაც ავტორს დიდი წარმატება მოუტანა. ნუთუ ჩვენ, ციფრული სამყაროს მაცხოვრებლები, კოსმოსური ხომალდის მგზავრებისგან დიდად განვსხვავდებით?

ანნა გავალდა ,,იმედის 35 კილოგრამი“ – ეს პატარა პოეტური იგავი მთავარ თემებს – ცხოვრებისეული გზის არჩევანს, სიყვარულის ძალას, ერთგულებასა და ოჯახს ეხება. ეს არის ისტორია 13 წლის ბიჭუნაზე, რომელსაც ყველა ძალის მოკრება და ზრდასრულ ცხოვრებაში ფეხის შედგმა უწევს. ნაწარმოები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ოცნებები ხდება. ბოლოსდაბოლოს, რამდენი კილოგრამიც არ უნდა იყოს ჩვენში, ჩვენ ყოველთვის რაღაცის იმედი გვაქვს და გვჯერა.

ნარინე აბგარიანი,,ჩამოსული“ – ეს არის ტრაგიკომედული ისტორია ერთ ახალგაზრდა და ამაყ ქალზე, რომელიც 90-იან წლებში პატარა მთიანი რესპუბლიკიდან მოსკოვის დასაპყრობად ჩამოვიდა. ყველა ,,ჩამოსულს“ თავისი მოსკოვი აქვს. ,,ჩემი წიგნი ,,ჩამოსულის“ ცხოვრების მეორე მხარეზეა, რომელზეც დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს ალბათ წარმოდგენაც არ აქვთ.“

ნილ გეიმანი ,,არასოდეს“ – წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ქალაქის ქუჩების ქვეშ არის სამყარო, რომელზეც ადამიანების უმრავლესობას წამოდგენაც არ აქვს. ის წმინდანებითა და მონსტრებით არის დასახლებული, მასში სიტყვა ნამდვილ ძალად იქცევა, საშიშროება ყოველ ნაბიჯზე არის მოსალოდნელი, იქ სიბნელე და სიბინძურეა, მაგრამ … იქაურობა ძალიან საინტერესოა. ამ სამყაროს კარს, რომელიც ლონდონის ქვეშ მდებარეობს, ნეილ გეიმანი გვიღებს. უბრალოდ ჩადით იქ და ერთი ღამით გაუჩინარდით.

რეი ბრედბერი ,,451° ფარენჰაიტით“ – 451° ფარენჰაიტით ის ტემპერატურაა, რომელზეც ქაღალდი ალდება და იწვის. მომავლის სამყარო, სადაც წვავენ წიგნებს, ადამიანებს ინფორმაციულ ნარჩენებს აწვდიან, ნებისმიერ განსხვავებულ აზრს კი ელექტროშოკით მკურნალობენ – საშიშია. ის საშიშია იმიტომ, რომ რეალურია და ბევრი რამ უკვე ახდა. მაგრამ მანამ სანამ არსებობს სიყვარული, სილამაზე და სიმართლისკენ სწრაფვა, ჩვენ შანსი მაინც გვრჩება.

სტივენ კინგი ,,მკვდარი ზონა“ – იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ კინგი თქვენი ავტორი არ არის, რომ საშინელებათა ჟანრი თქვენთვის უინტერესეოა, გმირის განცდები და შინაგანი ბრძოლა კი უფრო გაინტერესებთ, მაინც საშინელებათა მეფის ეს წიგნი თქვენ ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილს დაიკავებს. მასში მანიაკებსა და სისხლიან სცენებს არ შეხვდებით, ვინაიდან მასში ადამიანის მკაცრი ფსიქოლოგიური დაპირისპირებაა ნაჩვენები საკუთარ თავთან. წიგნის წაკითხვისას ემოციები და ცივი ოფლი გარანტირებულია.

იენ მაკიუენი ,,სანაპიროზე“ – ეს არის მოკლე, კამერული და შთამბეჭდავი ისტორია ახალშეუღლებულებზე. მათ ბევრი რამ აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი, თუმცა არც ერთ მათგანს არ უნდა პირველი ნაბიჯის გადადგმა, მათ არც შინაგანი თავისუფლება აქვთ. ახალშეუღლებულების დრამა სწორედ ამ მიზეზების შედეგია. უცნაური პრობლემის გადაჭრა, რომელსაც ისინი გადაეყარნენ, ძალიან მარტივად, ორი მოსიყვარულე ადამინის საუბრით არის შესაძლებელი. მაგრამ აქაც წამოიჭრება კითხვა – უყვართ კი მათ ერთმანეთი?

ფრანსუაზა საგანი ,,ბუნდოვანი ღიმილი“ – იმ შემთხვევაში, თუ თრილერები, ფანტასტიკა და გასართობი საკითხავის სხვა სახეობები არ გხიბლავთ, თუ გინდათ ნელი და მუსიკალური ლირიკული ნაწარმოების წაკითხვა, მაშინ საგანის ეს ლამაზი და მოკლე რომანი არის ზუსტად ის, რაც ექიმმა გამოგიწერათ. რა თქმა უნდა ეს არის აბსოლიტურად ქალური პროზა და მამაკაცი მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესოა. აღსანიშნავია, რომ საგანის რომანებს კარგი ლიტერატურის ყველა მახასიათებელი გააჩნია. გარდა ამისა, ისინი სწრაფად და მარტივადაც იკითხება.

10 წიგნი, რომელიც ნოემბერში უნდა წაიკითხოთ

10 წიგნი, რომელიც ჭამასაც დაგავიწყებთ

10 არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც შეგიცვლით აზროვნებას

5 წიგნი, რომელიც ყველა ქალს წაკითხული უნდა ჰქონდეს

მოამზადა მარიამ მისაბიშვილმა

წყარო: adme.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური