2015-2016 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 23 აპრილს დაიწყება – პროცედურები
2015 – 2016 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია შარშანდელის მსგავსად, წელსაც 23 აპრილს დაიწყება.
როგორც Aris.ge -განათლბას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუმარტეს, რეგისტრაცია სამ ეტაპს მოიცავს.
I ეტაპი – რეგისტრაცია დაიწყება 2015 წლის 23 აპრილს და დასრულდება 4 მაისს.
რეგისტრაციია განხორციელდება სკოლაში – სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:
რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა)
რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 5 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით.
II ეტაპი – ონლაინ რეგისტრაცია – რეგისტრაცია დაიწყება 2015 წლის 15 მაისს და დასრულდება 9 ივნისს.
რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად გაივლიან რეგისტრაციას.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით. (პირველ და მეორე ეტაპზე მმოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება)
III ეტაპი – რეგისტრაცია დაიწყება 2015 წლის 22 ივნისს და დასრულდება 2015 წლის 11 ივლისს. მეორე ეტაპზზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე.
განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკიც შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ლია გიგაურის განმარტება 5-წლიან ბავშვებზე და რჩევები მომავალ პირველკლასელთა მშობლებს
ეკა არის© წივწივაძე
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები სამ საგანში – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
მინიმალური გამსვლელი ქულები და სწორი პასუხები: ქართული, მათემატიკა, ისტორია, ქიმია, ხელოვნება და სამოქალაქო განათლება – ეროვნული გამოცდები 2026
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„მოუწევთ სწავლა ისეთ უნივერსიტეტში და იმ პროგრამაზე, რომელიც მათ ინტერესში არ იყო“ – მშობელი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაუქმებაზე
by ARIS.GE-განათლება