2016 წლის ეროვნული გამოცდები – მინიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური/მინიმალური გამსვლელი ქულებისა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია ცნობილია.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2016 წელს ნახევრად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის შემდეგ, ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებს დაემატოს საგამოცდო დრო.
დრო არ გაუხანგრძლივდება მხოლოდ ბიოლოგიის გამოცდას, რადგან ტესტს მოაკლდა დავალებები და გახდა 70 ქულიანი, ნაცვლად 75-ისა და ასევე, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდას, რადგან კვლევამ და აპრობაციამ აჩვენა, რომ დავალებების შესასრულებლად 3 საათი და 30 წუთი აბსოლუტურად საკმარისი დროა.
იხილეთ ცხრილი 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური/მინიმალური გამსვლელი ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობის შესახებ:
შენიშვნა: აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება. ამის გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთაც გამსვლელი „ნედლი“ ქულა ვერ მიიღეს, მაგრამ მათი გათანაბრებული ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე მეტი აღმოჩნდა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
-
რამდენით გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს მეორადი ჩარიცხვების 2-ჯერ გამოცხადებით – სტატისტიკა
by ARIS.GE-განათლება
-
პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ტესტირების ჩატარების განრიგი დადგინდა – ტესტების ნიმუშები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
მეორადი ჩარიცხვები დღეს მეორედ გამოცხადდა – „აბიტურიენტის ცნობარი 2026-ის“ მესამე ვარიანტი დაიდო
by აბიტურიენტებისათვის
