GE

რა უნდა იცოდეს მოსწავლემ უცხოურ ენაში საბაზო საფეხურზე – სტანდარტი დამტკიცდა

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება განხორციელდა და გივი მიქანაძის 12 ოქტომბრის ბრძანებით საბაზო საფეხურის უცხოური ენის სტანდარტიც ხელახლა გაიწერა.

ესგ-ში იტალიური ენაც დაემატა – როგორც ცნობილია, „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზე უცხოური ენების ჩამონათვალს იტალიური ენაც დაემატება და 2027 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ უცხოური ენის გამოცდა იტალიურ ენაშიც ჩააბარონ. ამ დრომდე აბიტურიენტებს აკადემიურ პროგრამებზე ჩასარიცხად უცხოური ენის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ჰქონდათ ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებში.

გივი მიქანაძის ბრძანებასთან ერთად გამოქვეყნებულ სტანდარტში გაწერილია ის ცოდნა, რომელსაც მოსწავლე საგნის (იტალიური, გერმანული, რუსული, ფრანგული) ფარგლებში უნდა დაეუფლოს.

იხილეთ დოკუმენტი: მეორე უცხოური ენა საბაზო საფეხურზე

“სტანდარტის შედეგები და შინაარსი – სტანდარტის შედეგები საგნის ცნებებზე დაფუძნებით განსაზღვრავს მიზნობრივ ორიენტირებს და პასუხობს შეკითხვას, რა უნდა შეეძლოს საბაზო საფეხურის მოსწავლეს მეორე უცხოურ ენაში. სტანდარტის შინაარსი განსაზღვრავს, რა უნდა იცოდეს მოსწავლემ. შინაარსი აღიწერება სავალდებულო ცნებების, თემატური ჩარჩოების, საგნობრივი საკითხების სახით. ცნებების სახით განსაზღვრულია ის ცოდნა, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს. ცნებები შედეგებთან ერთად უნდა დამუშავდეს მოსწავლისთვის ნაცნობ კონტექსტებში. ეს კონტექსტები თემების სახით უნდა იყოს წარმოდგენილი”, – ვკითხილობთ დოკუმენტში.

ასევე იხილეთ:

ვიდრე სკოლას ან მასწავლებელს შვილისთვის ნიშნის მოსამატებლად მიაკითხავთ, ეს უნდა წაიკითხოთ – ქულების განმარტებები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური