GE

ქვეყნის მასშტაბით, პირველ ადგილზე არჩევანის მიხედვით, ყველაზე მაღალი კონკურსი ილიაუნიშია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის 2015 წელი საბაკალავრო მიღების თვალსაზრისით წარმატებული აღმოჩნდა .

უნივერსიტეტის ცნობით, ილიაუნი წელს 2875 აბიტურიენტს იღებდა – პირველ ნომრად კი, 7149 აბიტურიენტმა აგვირჩია. ამგვარად, ქვეყნის მასშტაბით, პირველ ადგილზე არჩევანის მიხედვით, ყველაზე მაღალი კონკურსი სწორედ ილიაუნიში დაფიქსირდა.

,,ქვეყანაში არსებულ მსგავს პროგრამებს თუ შევუდარებთ, ქვეყნის მასშტაბით, პირველი არჩევანის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, არქეოლოგიის, ისტორიის, ფილოსოფიისა და ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამები.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის მასშტაბით, პირველი არჩევანის მიხედვით კონკურსი, მხოლოდ ილიაუნის ფიზიკის საბაკალავრო პროგრამაზე იყო,” -აღნიშნულია ილიაუნის ოფიციალურ გვერდზე.

ქვეყანაში არსებულ 705 საბაკალავრო პროგრამას შორის (პირველ ადგილზე არჩევის მიხედვით კონკურსით) მეორე ადგილზეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამა, მესამე ადგილზეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, ხოლო მეექვსე ადგილზეა ილიაუნის არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა.

,,კონკურსებზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით და არა ჯამური არჩევანით კონკურსის მიხედვით, რადგან აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ ძალიან ბევრი პროგრამა და ბოლო ადგილებზე ისეთ პროგრამებს და უნივერსიტეტებს ირჩევენ, სადაც სწავლის გაგრძელებაზე არც კი ფიქრობენ,” – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური