ატესტატების მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყო – მისამართების სია
სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის ატესტატების მისაღებად განცხადებების მიღება დღეიდან, 23 ივნისიდან დაიწყო.
პროცედურები, რომლებიც ატესტატის ასაღებად უნდა დაიცვათ:
სად ხდება ატესტატის აღება?
– იუსტიციის სახლები
– სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები
განაცხადის მიღების ვადა: 2025 წლის 31 დეკემბერი
ვის შეუძლია ატესტატის მიღებაზე განაცხადის გაკეთება?
1. თავად მოსწავლეს (თუ უკვე აქვს პირადობის მოწმობა)
2. კანონიერ წარმომადგენელს (არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი ან მინდობილი პირი)
წარსადგენი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
- სახელი/გვარის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)
- წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (კანონიერი წარმომადგენლისთვის)
რამდენ ხანში გაიცემა ატესტატი?
– ატესტატის უფასოდ მისაღებად – განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში
– ატესტატის დაჩქარებული წესით მიღება-ფასიანია
ასევე იხილეთ:
მოსწავლის საფეხურის ქულა ახალი წესით დაითვლება – ქულის დათვლის ლოგიკა
რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა საგამოცდო ბარათის შესახებ – ამობეჭდვის სავარაუდო დრო
-
30 ათასზე მეტი დამრიგებლის დანამატის გასაორმაგებლად, დაახლოებით, 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული
by ARIS.GE-განათლება
-
„60 ათასამდე მასწავლებლის ხელფასების ზრდისთვის 150 მლნ ლარზე მეტი მიიმართება“ – ფინანსთა მინისტრი 2027 წელს საჯარო სექტორში ხელფასების ზრდაზე
by ARIS.GE-განათლება
-
საუკეთესო შედეგების მაგისტრანტები თბილისის მერიისგან 1000 ლარს მიიღებენ – მონაცემების წარდგენა დღეიდან სახელმწიფო უნივერსიტეტების ვალდებულებაა
by ARIS.GE-განათლება