GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში პროფესორ გიორგი სანიკიძის ლექცია გაიმართა

„სპიკერების პროგრამის“ ფარგლებში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე ესტუმრა.

„თანამედროვე ისლამური სამყარო“ – ასე ეწოდებოდა ლექციას, რომელიც აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი სანიკიძემ აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებს წაუკითხა.

აკადემიის ინფორმაციით, ილიას უნივერსიტეტის პროფესორის ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. იუნკერები „ისლამური სახელმწიფოს“ წარმოშობით, ბრძოლის მეთოდებით და ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციით დაინტერესდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური