GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის დღეების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

23 მაისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ევროპის დღეების შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ლექტორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოსწავლეები.

შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმარმა, პოლონელმა დეპუტატმა თომაშც მაკოვსკიმ ისაუბრა პოლონეთის გამოცდილებაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით და გაავლო პარალელები საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებთან დაკავშირებით.

მაკოვსკი გახლავთ პოლონე\ტის სეიმის VII მოწვევის დეპუტატი, ევროპარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის ვიცეთავმჯდომარე და აღმოსავლეთ ევროპასთან თანამშრომლობის ექსპერტი.

მაკოვსკი საჯარო ლექციის წაკითხვამდე შევხდა გორის უნივერსიტეტის რექტორს, რომელთანაც პოლონეთთან პარტნიორობის ფარგკლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ დაახლოებით ათასი წიგნი მუნიციპალიტეტებმა და სხვადასხვა საგანმათლებლო დაწასებულებებმა გორის უნივერსიტეტის ვარშავის ცენტრისთვის საჩუქრად შეაგროვეს. ასევე იგეგმება ომის თემაზე დაწერილი ნოველების პოლონურ ენაზე თარგმნა და გამოცემა. გორის უნივერსიტეტში შეიქმნება ევროინტეგრაციის წრე, სადაც პოლონურ ენის მცოდნე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირება გაიარონ პოლონელ ექსპერტებთან, მოისმინონ ლექციები და ჩაერთონ საერთაშორისო პროექტში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური