მეორე უცხო ენის სწავლებასთან დაკავშირებით საჯარო სკოლებში სიახლეებია
უცხო ენის სწავლება საჯარო სკოლებში შესაძლოა, დაწყებითი კლასებიდან დაიწყოს.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განაცხადა, სასწავლო ბაზაში შესაბამისი ცვლილება მომავალი სასწავლო წლიდან განხორციელდება.
“ახლა მეორე უცხო ენის სწავლება მეშვიდე კლასიდან იწყება. მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ მოგვმართეს განცხადებით და თხოვნით, რომ მეორე უცხო ენის შესწავლა სკოლის მოსწავლეების უფრო დაბალი კლასებიდან დაეწყოთ. გვწერდნენ მშობლები, პედაგოგები ექსპერტები. სულ ახლახანს დასრულდა ამ საკითხზე მუშაობა და გადაწყვეტილება მიღებულია. ეს საგანი ბაზაში ქვემოთ ჩამოვა და დამატებითი საგანმანათლებლო რესურსიც იქნება საჭირო,”- განაცხადა ლია გიგაურმა.
ამ ეტაპზე მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად რომელი კლასიდან დაიწყებენ მოსწავლეები მეორე უცხო ენის შესწავლას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხო ენებთან დაკავშირებით გასატარებელი პოლიტიკის დეტალებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უახლოეს პერიოდში გააჟღერებს.
რომელი უცხო ენა იქნება საჯარო სკოლებში მეორე ენა – ამას თავად სკოლა გადაწყვეტს, თუმცა საგანი აუცილებლად სავალდებულო იქნება.
შეგახსენებთ, რომ დღეს არსებული პროგრამით ძირითადი უცხო ენის სწავლება სკოლებში პირველი, მეორე უცხო ენის კი მეშვიდე კლასიდან იწყება.
ეკა არის© წივწივაძე
-
„თუ სკოლებში სარეფორმო პროცესების მონიტორინგი ადეკვატურად ვერ განხორციელდება, რა აზრი აქვს, რა დაიგეგმა ზემოთ?“
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების მინისტრის მოადგილემ გაამხილა – რომ არა ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, ბევრი ადამიანი დაკარგავდა სამსახურს
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებს უფლება აქვთ, საბაზო და საშუალო საფეხურზე ფორმები შემოიღონ – მოსწავლესა და მასწავლებელს კი შეუძლიათ, მასზე უარი თქვან“
by ARIS.GE-განათლება