განათლების მინისტრის მოადგილემ გაამხილა – რომ არა ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, ბევრი ადამიანი დაკარგავდა სამსახურს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თუ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში თსუ-ისა და სტუ-ის გაერთიანების გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ, დიდი რაოდენობით ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება მოუწევდათ.
როგორც ზვიად გაბისონიამ საქართველოს პარლამენტში დღეს, 3 თებერვალს, დეპუტატის კითხვის პასუხად განაცხადა, განათლების სამინისტროში თვლიან, რომ ორი უმაღლესის გაერთიანება აკადემიური პერსონალის შრომის უფლებების დასაცავად, გაერთიანების გადაწყვეტილება საუკეთესო მოდელია.
“გულწრფელად გეტყვით, მივიჩნიეთ, რომ ეს არის საუკეთესო მოდელი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისმა ადმინისტრაციულმა, აკადემიურმა კადრებმა შეინარჩუნონ პოზიციები. სხვა შემთხვევაში, გაცილებით მეტი დანაკარგები იქნებოდა… ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ მიმართულებით ძალიან ფრთხილები ვიყოთ და ყველას უფლებები მაქსიმალურად დავიცვათ, განსაკუთრებით შრომის უფლებებს ვგულისხმობთ, სამსახურებს ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულად რომ ვთქვათ”, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
რაც შეეხება ორი უნივერსიტეტის გაერთიანებისთვის საჭირო ვადებს, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ “თსუ-ისა და სტუ-ის რეორგანიზაციის პროცესის მინიმალური ვადა, ალბათ, 6 თვე იქნება, თუმცა ის, შეიძლება გაგრძელდეს. ზოგადად, რეორგანიზაციის პროცესის ვადაში ჩაკეტვა არსად ხდება”.
საქართველოს მთავრობამ, განათლების სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც არცერთი უნივერსიტეტის აკადემიური წრეები არ შეხვედრიან კმაყოფილებით. ამ ეტაპზე განათლების სამინისტრო შეხვედრებს მართავს ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, თუმცა მინისტრის მოადგილე გადაჭრით ამბობს, რომ უკვე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება გაერთიანების შესახებ, არ შეიცვლება.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანომ, რეფორმის ფარგლებში, უმაღლესი და ზოგადი განათლების შესახებ მორიგი ცვლილებების განსახორციელებლად განხილვები დაჩქარებული წესით დღეიდან დაიწყო და დღის ბოლოს, პირველი მოსმენით, ხმათა უმრავლესობით მიიღო.
ამავე თემაზე:
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რა მიზნით ერთიანდება თსუ და სტუ
-
კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში აღარ ჩარიცხავენ, ომბუდსმენი შეისწავლის
by ARIS.GE-განათლება
-
გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – ახალი დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვინ არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის მოადგილე – ბიოგრაფია
by ARIS.GE-განათლება