„სკოლებს უფლება აქვთ, საბაზო და საშუალო საფეხურზე ფორმები შემოიღონ – მოსწავლესა და მასწავლებელს კი შეუძლიათ, მასზე უარი თქვან“
საჯარო და კერძო სკოლებს უფლება აქვთ, საბაზო და საშუალო საფეხურზე, სასკოლო ფორმა დააწესონ, თუმცა ისე, რომ მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდოს. ამას შესახებ საუბარია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტში, რომლის მოსმენაც პარლამენტში დაჩქარებული წესით, დღეიდან უკვე დაიწყო.
ამავე კანონპროექტში ნათქვამია, რომ მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ, სასკოლო ფორმის ტარებაზე უარი თქვან.
„ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც დაამტკიცებს სამინისტრო. აქვე აღსანიშნავია, რომ სკოლას უფლება აქვს, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურზე დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ, დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე. ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურზე, სასკოლო ფორმის დაწესებისას, სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი ფორმით“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
შეგახსენებთ, სასკოლო ფორმა სავალდებულო ხდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების I-VI კლასების მოსწავლეებისთვის 2026-2027 სასწავლო წლიდან.
კანონპროექტი:
ასევე იხილეთ:
განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს
სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება ყველა მოსწავლეზე არ გავრცელდება – ინფორმაცია მშობლებს
-
რა პრობლემებს შეუქმნის ძველ და ახალ სტუდენტებს თსუ-ისა და სტუ-ის ერთ უნივერსიტეტად გაერთიანება
by ARIS.GE-განათლება
-
გაერთიანებული თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტების ხელმძღვანელად ლევან იზორია განიხილება
by ARIS.GE-განათლება
-
„თუ ყველაფერი უცვლელად რჩება, რა არის გაერთიანების მიზანი?!“ – უპასუხო კითხვები თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე
by ARIS.GE-განათლება