პედაგოგთა საგნის გამოცდის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2016 წლის ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებელთა საგნის გამოცდის მაქსიმალური ქულებისა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.
ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
ვის აქვს გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს:
პრაქტიკოს მასწავლებელს;
ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი;
მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.
გაითვალისწინეთ, რომ 2016 წლიდან მსურველებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ – ზამთარსა და ზაფხულში აქვთ.
სიას უკვე დაემატა მუსიკისა და სპორტის საგნებიც, შესაბამისად რეგისტრაციის გავლა და გამოცდის ჩაბარება წელს პირველად შეეძლებათ მუსიკისა და სპორტის მასწავლებლებს, ასევე, მონაწილეებს შესაძლებელობა ექნებათ საგნის გამოცდა რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარონ. თუმცა მუსიკისა და სპორტის საგნების შესაბამისი საგამოცდო კრებულები ამ ეტაპზე გამოქვეყნებული არ არის. edu.aris.ge-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გამოქვეყნება უახლოეს მომავალში იგეგმება.
როგორ დავრეგისტრირდეთ ზაფხულის მასწავლებელთა პროფესიული გამოცდისთვის – პროცედურა და სიახლეები
პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო დღეს არსებულზე უკეთ მომზადებული პედაგოგების მიღებას გეგმავს
-
გამოქვეყნდა პასუხების ფურცლის ნიმუშები 2026 წლის ზაფხულის გამოცდებისთვის საგნების მიხედვით
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
როგორ დავიბრუნოთ 2026 წლის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხა – ინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა – გამოცდები 2026
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
