როგორ დავრეგისტრირდეთ ზაფხულის მასწავლებელთა პროფესიული გამოცდისთვის – პროცედურა და სიახლეები
პრაქტიკოს პედაგოგთა და მასწავლებლობის მსურველთა მომდევნო პროფესიული, იგივე საგნის გამოცდა 2016 წლის ზაფხულში ჩატარდება. გთავაზობთ ინფორმაციას სარეგისტრაციო პროცედურებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ.
პედაგოგთა საგნის გამოცდის რეგისტრაცია 16 მარტს 12:00 საათზე დაიწყო და 12 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. გამოცდას კი აპლიკანტები ივლისში ჩააბარებენ.
ვის აქვს გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს:
- პრაქტიკოს მასწავლებელს;
- ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი;
- მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.
გაითვალისწინეთ, რომ 2016 წლიდან მსურველებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ – ზამთარსა და ზაფხულში აქვთ.
სიას უკვე დაემატა მუსიკისა და სპორტის საგნებიც, შესაბამისად რეგისტრაციის გავლა და გამოცდის ჩაბარება წელს პირველად შეეძლებათ მუსიკისა და სპორტის მასწავლებლებს, ასევე, მონაწილეებს შესაძლებელობა ექნებათ საგნის გამოცდა რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარონ. თუმცა მუსიკისა და სპორტის საგნების შესაბამისი საგამოცდო კრებულები ამ ეტაპზე გამოქვეყნებული არ არის. edu.aris.ge-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გამოქვეყნება უახლოეს მომავალში იგეგმება.
საგნის გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში ტარდება:
- ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები);
- მათემატიკა (I-VI კლასები);
- ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები);
- ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
- ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები);
- ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები);
- მათემატიკა (VII-XII კლასები);
- ისტორია;
- გეოგრაფია;
- სამოქალაქო განათლება;
- ფიზიკა;
- ქიმია;
- ბიოლოგია;
- ინგლისური;
- გერმანული;
- ფრანგული;
- რუსული;
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
- მუსიკა;
- სპორტი.
მასწავლებელთა საგნის გამოცდის კრებულები
გაითვალისწინეთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის გამოცდაზე რეგისტრაცია უფასოა.
მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტებს კი 50 ლარის გადახდა დასჭირდებათ.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:
საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან. ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)
- „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- ვებგვერდზე ipay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- ვებგვერდზე www.PayBox.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- PayBox თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
პროცედურა
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.
ყველა აპლიკანტს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად (მხოლოდ ერთი საგნის გამოცდის ჩასაბარებლად) ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge
სიახლეა საგამოცდო ბარათის მიღების წესში: გაითვალისწინეთ, რომ 2016 წლიდან მონაწილეები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც რეგისტრირდებიან აპლიკანტები) ამობეჭდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ.) გარეშე.
მასწავლებლობის მსურველებმა პარალელურად რეგისტრაცია უნდა გაიარონ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
აპლიკანტმა რესურსცენტრში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი.
იანვარში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდის მძიმე შედეგები – ზღვარი მხოლოდ 17%–მა გადალახა
ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდები წარმატებით მხოლოდ 18%-მა ჩააბარა
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება