პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციისთვის 52 000–მდე ადგილია ვაკანტური
2016-2017 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 4 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ვებგვერდზე (www.registration.emis.ge) და დასრულდება 25 მაისს – 20:00 საათზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.
როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირველი ეტაპისთვის 70 500–მდე ვაკანტური ადგილი იყო, მეორე ეტაპისთვის კი 52 000–მდე ადგილი კვლავ ვაკანტურია.
როგორც ლია გიგაურმა აღნიშნა, ვაკანტური ადგილები საკმარისია და სკოლის გარეთ არავინ დარჩება.
კონკრეტული სკოლის მიხედვით ვაკანტური ადგილების რაოდენობა შეგიძლიათ იხილოთ: catalog.edu.ge – ზე
რეგისტრაციის სისტემაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ბმულიდან.
მოსწავლის დასარეგისტრირებელად, აუცილებელია რეგისტრაციის სისტემაში, შესაბამის ველებში მიუთითოთ ბავშვის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მშობლის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, სურვილის შემთხვევაში ელექტრონული ფოსტა), აირჩიოთ სასურველი სკოლა და დააჭიროთ რეგისტრაციის ღილაკს. რეგისტრაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, რეგისტრაციის უნიკალურ კოდს რეგისტრატორი მიიღებს, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია გამოქვეყნდა
-
400 ათასი ლარი გელათის მეცნიერებათა აკადემიას, 350 ათასი ლარი გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტს – განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
ექვს საათში ტერიტორიული პრინციპით 5 200 პირველკლასელი დარეგისტრირდა
by მოსწავლის მშობელს
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო