GE

პროფესიული განათლების ხარისხის მართვის მენეჯერებისთვის სემინარი ჩატარდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების ხარისხის მართვის მენეჯერებისთვის სემინარი ჩატარდა. სემინარი მოდულური პროგრამების დანერგვის მეთოდებსა და პროფესიული შეფასების ინსტრუმენტების განვითარებას ეხებოდა.

ცენტრის ოფიციალური გვერდის ცნობით, სემინარზე ყურადღება გამახვილდა ინტერაქტიული პედაგოგიკიკის ფილოსოფიურ საფუძვლებსა და ძირითად მსოფლმხედველობრივ ღირებულებებზე, რომელიც საფუძვლად უდევს ახალ შეფასების სისტემას. მათ შორის საუბარი იყო პროგრამის განხორციელებაში ჩართული თითეული მხარისათვის შეფასების საჭიროებაზე, ასევე შეფასების მექანიზმსა და შეფასებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ნუსხაზე.

სემინარის მონაწილეებმა განიხილეს სასწავლო პროცესის დასაგეგმად საჭირო 3 ძირითადი დოკუმენტი: პროფესიული სტანდარტის,შეფასების სტანდარტისა და საგანმათლებლო პროგრამის ურთიერთმიმართების საკითხები. შეხვერაზე დამუშავდა შეფასების ყველაზე მნიშვმელოვანი ინსტრუმენტები და დადგინდა მათი შესაბამისობა შეფასების მიმართულებებთან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური