GE

ქუთაისის უნივერსიტეტმა კურსდამთავრებულებს  და პირველკურსელებს საზეიმო მიღება მოუწყო

წითელი ხალიჩა, საზეიმო ტორტი და ფოიერვერკი – ქუთაისის უნივერსიტეტმა ახალ სასწავლო წელსაც არ დაარღვია უკვე წლების წინ დამკვიდრებული ტრადიცია და  პირველკურსელთა საზეიმო მიღება გამართა, სადაც მათ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ასევე საზემო ვითარებაში მოხდა კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემაც. წვეულებას ცოცხალი მუსიკით ბენდი ”მუზეუმი” აფორმებდა, საღამოს კი  უნვერსიტეტის კურსდამთავრებული მარიტა როხვაძე უძღვებოდა.
14479740_1159345470812170_2597318769812107579_nქუთაისის უნივერსიტეტის პირველკურსელებს და კურსდამთავრებულებს  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს. როგორც ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ხაზარაძე აღნიშნავს, წელს პირველად გადაწყვიტა უნივერსიტეტმა  ორი მნიშვნელოვანი მოვლენის გაერთიანება და კურსდამთავრებულები პირველკურსელებთან ერთად უნივერსიტეტის საზეიმოდ მორთულ ეზოში შეკრიბა.

„გადავწყვიტეთ, რომ ეს ორი შესანიშნავი და ამავდროულად ძალზედ მნიშვნელოვანი დღე გაგვეერთიანებია. პირველკურსელები და წლევანდელი კურსდამთავრებულები ერთად შევკრიბეთ უნივერსიტეტის ეზოში,“-გვითხრა ნინო ხაზარაძემ.

პირველკურსელებმა სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ყუთში თავიანთი სურვილები მოათავსეს, იმ გეგმებზე, რომელიც უნივერსიტეტთან  და საკუთარ პროფესიასთან დაკავშირებით გააჩნიათ. ყუთი 4 წლის შემდეგ გაიხსნება და გაირკვევა, რამდენად ასრულდა სტუდენტების მოლოდინი და იმედები.

,,ვფიქრობ, რომ წინ კარგი მომავალი მელის. ეკონომიკაზე ვსწავლობ, უნივერსიტეტსაც კარგი პროგრამები აქვს. გაცვლითი პროგრამები, ასევე წამახალისებელ სტიპენდიები, იმისთვის რომ მეტი მოტივაცია გვქონდეს სწავლისთვის. პირობებიც და ლექტორებიც ისეთები გვყავს,  რომარ ისწავლო, არ შეიძლება. ყველანაირად გვიწყობენ ხელს,“- გვითხრა ლაშა თედორაძემ.

14448901_1159344677478916_3036860288363388023_n„თავად უნივერსიტეტის სლოგანი გეუბნება რომ ,,შენი წარმატება იწყება აქ“ – სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩაბარება ქუთაისის უნივერსიტეტში. ისეთი  გარემოა შექმნილი, რომ ყველანაირად ხელს გვიწყობენ. ეკონომიურზე ვსწავლობ და თავად უნივერსიტეტი გვაძლევს შანსს, დავსაქმდეთ მე-2 ან მე-3 კურსიდან. ასევე გაცვლითი პროგრამები არის ძალიან დიდი სტიმული. რაც მთავარია, ინგლსური ენა უნდა ვიცოდეთ და მაღალი შეფასებები დავაგროვოთ,“- ამბობს კიდევ ერთი პირველკურსელი ნინო თურქაძე.

„ქუთაისის უნივერსიტეტში  ჩაბარება იმიტომ გადავწყივეტე, რომ ხელსაყრელი და კომფორტული გარემოა. ასევე კერძოა და მეტი ყურადღება გვექცევა, რომ ჩვენი შესაძლებლობები უკეთესად განვავითაროთ,“-აღნიშნა სულხან თელიამ.

უნივერსიტეტის სწავლის გადასახადის საშეღავათო პირობები გახდა ამ უმაღლესის არჩევის მიზეზი ლიკა კოვზაძისთვის.

14432951_1159345357478848_7409268747072266531_n„უნივერსიტეტი ყველანაირ ინფორმაციას აწვდის აბიტურიენტს, როგორი სწავლაა , რა პროგამებია.  ვებ-გვერდი სრულ ინფორმაციას გვაწვდის. გავიგე,  რომ უნივერსიტეტს ჰქონდა შეღავათი – თუკი აბიტურიენტი პირველ სამ პრიორიტეტულში ქუთაისის უნივერსიტეტს ჩაწერდა, მაშინ ის 2 250 ლარის ნაცვლად 1 900 ლარს გადაიხდიდა. ესეც საინტერესო შემოთავაზება აღმოჩნდა ჩემთვის,“- თაქვა ლიკა კოვზაძემ.

ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა EDU.ARIS.GE -სთან იმაზე ისაუბრა თუ რა სიახლეებით შეხვდა უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს. როგორ დასრულდა გასული წელი და რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა უნივერსიტეტში.
unnamed (2)“უნივერსიტეტში  პირკურსელებს სამ საბაკალავრო პროგრამაზე ვიღებთ: ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება და ტურიზმის მენეჯმენტი. წელს ყველაზე მეტი აბიტურიენტი ეკონომიკის მიმართულებით მივიღეთ.

რაც შეეხება გასულ სასწავლო წელს, უნივერსიტეტი სულ 120–მა სტუდენტმა დაასრულა. მათ შორის 1O7–მა საბაკალავრო პროგრამები, 12–მა სამაგისტრო და 1-მა სადოქტორო. მათი უმრავლესობა, უკვე დასაქმებული იყო უნივერსიტეტის დასრულებამდეც, რადგან ქუთაისის უნივერსიტეტში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სტუდენტების სტაჟირებას, ტრენინგებსა და მათ რეალურ დასაქმებას სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორებში. ყოველწლიურად, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, კარიერის სამსახურის ხელშეწყობით, საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ დასაქმების ფორუმში, სადაც ხდება მათი შეხვედრა უშუალოდ დამსაქებლებთან.

14463156_1159344917478892_666373754278742734_nმაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობას იღებენ საჯარო სტაჟირების პროგრამაში. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს ამ პროგრამის ფარგლებში რამდენიმე სტუდენტი დასაქმდა. უნივერსიტეტი ნამდვილად ამაყობს დასაქმებულთა საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით,“- გვითხრა ნინო ხაზარაძემ.

გარდა ამისა სიახლე იყო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამების მიმართულებითაც.  გასული წლების 7 პროექტს წელს კიდევ 2 ახალი Erasmuss+ის პროექტი შეემატა. პროექტები ითვალისწინებს სხვადასხვა ტრენინგებს უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის და სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას. ქუთაისის უნივერსიტეტის 9 სტუდენტმა წარმატებით გაიარა სასწავლო პროგრამები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

ქუთაისის უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური