GE

ქუთაისის უნივერსიტეტში „Cruise-T“ პროექტის ფარგლებში ორდღიანი სემინარ–ტრეინინგები და სამუშაო შეხვედრები ჩატარდა

ქუთაისის უნივერსიტეტში ევროკავშირის „TEMPUS“ პროგრამის „Cruise-T“ პროექტის ფარგლებში ამა წლის 20–21 ივლისს ორდღიანი სემინარ–ტრეინინგები და სამუშაო შეხვედრები ჩატარდა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, სემინარები სტუდენტებისთვის ევროპელმა ექსპერტებმა ჩაატარეს.
სემინარები 2-დღიანი იყო და ის 10:00 სთ–დან 13:00 სთ–მდე მიმდინარეობდა.

“საერთო ჯამში ტრეინინგ–სემინარებს დაესწრო ქუთაისის უნივერსიტეტის 51 სტუდენტი, რომლებმაც თავი გამოიჩინეს, როგორც სანიმუშო აქტიურობით, ასევე საშინაო დავალებების ხარისხიანად შესრულებით. ტრეინინგში მონაწილე ყველა სტუდენტი დაჯილდოვდა სერთიფიკატებით.

სამუშაო დღის მეორე ნახევარში წარიმართა საკონსულტაციო და მეტად პროდუქტიული შეხვედრები ქუთაისის უნივერსიტეტის „Cruise-T“ საპროექტო გუნდსა და ევროპის პარტნიორი უნივერსიტეტების ექსპერტებს შორის. საქმიან შეხვედრებზე აღნიშნული საპროექტო გუნდიდან წარმოდგენილი იყვნენ, როგორც ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორ–მასწავლებლები, ასევე ამავე უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის 4 სტუდენტი. კონკურსით შერჩეული ოთხივე სტუდენტი უახლოეს პერიოდში – ამა წლის 6–13 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს „Cruise-T“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საზაფხულო სკოლის სესიებში, რომელიც გაიმართება უკრაინის ქალაქ ხერსონში”,- აცხადებენ ქუთაისის უნივერსიტეტში.

იხილეთ განხილული თემების ჩამონათვალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური