რა თანხა დაჯდა 2016–17 სასწავლო წლისთვის სასკოლო სახელმძღვანელოებისა და რვეულების შეძენა
განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების და პირველკლასელთათვის საჩუქრად გადასაცემი კომპიუტერების პროგრამაში ცვლილებებს მომავალი წლიდან აანონსებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სახელმძღვანელოების შეძენა შეძლებული ოჯახების გარკვეულმა ნაწილმა თავად უნდა უზრუნველყოს. თუმცა უფასო სახელმძღვანელოების სახელმწიფო პროგრამა წელს უცვლელად უნდა განხორციელდეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სახელმძღვანელოები უკვე შეიძინა და მათი საჯარო სკოლებისთვის დარიგების პროცესიც უკვე მიმდინარეობს. დარიგების პროცესი სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონიდან 10 აგვისტოს დაიწყო და 14 სექტებერს უნდა დასრულდეს.
როგორც EDU.ARIS.GE–მ გაარკვია, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ წელს სულ 5 73207 წიგნი და 1 777 072 რვეული შეიძინა. სასკოლო სახელმძღვანელოებში გადახდილია 2 158997,598 ლარი ხოლო რვეულების შეძენა 4 241 535,872 ლარი დაჯდა.
სახელმძღვანელოების და რვეულების უმრავლესობა სააგენტომ ერთ კომპანიას დააბეჭდინა. როგორც EDU.ARIS.GE-ს სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განუცხადა, ბაზრის ორთვიანი შესწავლის შემდეგ, უწყებამ გამარტივებული შესყიდვის გზით, სახელმძღვანელოები კომპანია ,,ფორმას” დააბეჭდინა.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს მოლაპარაკებები იმ გამომცემლობებთან რომლებიც სახელმწიფოს უკვე რამდენიმე წელია კერძო ბიზნესის ჩაძირვაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სახელმძღვანელოების მარაგები აქვთ და ჯეჯელავას უწყებას ამ მარაგების გამოყენებას სთავაზობენ. სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ გიორგის შალუტაშვილის განცხადებით, გამომცემლებთნ მოლაპარაკებები შპს ,,ფორმასთან” ხელშეკრულების გაფორმებდამდე შედგა.
,,მათი საჯარო განცხადებებიდან ვიცოდით, რომ ჰქონდათ ნახევარი, ზოგჯერ მილიონს იძახდნენ წიგნის ნაშთი. ამიტომ სანამ ბაზრის კვლევას დავიწყებდით, აპრილის 17 რიცხვში ჩვენ მოვიწვიეთ ყველა გამომცემელი ჩვენთან სააგენტოში. შეხვედრა დაოქმდა. ვინაიდან უკვე იწყებოდა ბაზრის კვლევა შესასყიდი სახელმღვანელოების რაოდენობის და ღირებულების შესწავლის მიზნით, რათა გათვალისწინებული ყოფილიყო მათი ნაშთები და პროექტიდან სარგებელი მათაც მიეღოთ, შევთავაზეთ დროულად მოეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რა ნაშთი ჰქოდნათ და რა ფასად. მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად საწყის ეტაპზე თანამშრომლობაზე უარი იყო ნათქვამი, რადგან ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. ჩვენ იძულებული გავხდით, ასოციაციისთვის მიგვემართა, რომელშიც ისინი არიან გაწევრიანებული, რათა მათ მოეწოდებინათ ნაშთისა და ღირებულებების შესახებ მონაცემები, თუმცა ასოციაციამ ორივე წერილი უპასუხოდ დატოვა,”- განაცხადა გიორგიმ შალუტაშვილმა.
მისივე თქმით, მოგვიანებით, ივნისის თვეში, რამდენიმე გამომცემლობისგან მიიღეს წერილი, რომ მათ სახელმძღვანელოების ნაშთი არ ჰქონდათ ან იმდენად მცირე ნაშთი ჰქონდათ, რომ ერჩივნათ სახელმძღვანელოები კერძო სკოლებისთვის მიეყიდათ. იყვნენ ისეთი გამომცემლებიც, რომლებმაც სააგენტო ნაშთის შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს თუმცა ფასები არ მიუთითეს.
როგორც EDU.ARIS.GE-ს სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განუცხადა, სახელმწიფომ გამომცემლობებისგან მხოლოდ ის სახელმძღვანელოები და რვეულები შეიძინა, რომელიც ახალის დაბეჭდვაზე თუნდაც ერთი თეთრით უფრო იაფი დაუჯდა სახელმწიფოს.
სახელმწიფოს მიერ შეძენილი და დაბეჭდილი სახელმძღვანელობის ნუსხა კი ასე გამოიყურება:
დასაბეჭდი სახელმძღვანელოს და რვეულის რაოდენობა და ღირებულება.
სახელმძღვანელოს რაოდენობა: 376 358 ცალი
სახელმძღვანელოს ღირებულება: 1 136 062,598 ლარი
რვეულების რაოდენობა: 1 047 567 ცალი
რვეულების ღირებულება: 1 182 888,542 ლარი.
გამომცემლობებისაგან შესასყიდი ნაშთში არსებული სახელმძღვანელოები და რვეულები.
სახელმძღვანელოს რაოდენობა: 56 968 ცალი
სახელმძღვანელოს ღირებულება: 200 313,50 ლარი
რვეულების რაოდენობა: 167 254 ცალი
რვეულების ღირებულება: 120 382,70 ლარი
გამომცემლობებისაგან და სტამბებისაგან შესასყიდი რუსული ენის სახელმძღვანელოები და რვეულები:
სახელმძღვანელოს რაოდენობა: 63 733 ცალი
სახელმძღვანელოს ღირებულება: 227 428,4 ლარი
რვეულების რაოდენობა: 211 279 ცალი
რვეულების ღირებულება: 325 795,70 ლარი
ექკლუზიური უფლებამოსილების მქონე კომპანიებისაგან შესყიდული ინგლისური სახელმძღვანელოები და რვეულები:
სახელმძღვანელოს რაოდენობა: 68950 ცალი
სახელმძღვანელოს ღირებულება: 502 645,5 ლარი
რვეულების რაოდენობა: 336067 ცალი
რვეულების ღირებულება: 2 449 928,43 ლარი
ექკლუზიური უფლებამოსილების მქონე გამომცემლობებისაგან შესასყიდი არაქრთული სექტორის სახელმძღვანელოები და რვეულები:
სახელმძღვანელოს რაოდენობა: 7 198 ცალი
სახელმძღვანელოს ღირებულება: 92 547,6 ლარი
რვეულების რაოდენობა: 14 905 ცალი
რვეულების ღირებულება: 162 540,5 ლარი
ეს საერთო თანხებია, თუმცა ჩვენ დავინტერესდით, რა დაუჯდა სახელმწიფოს თითო საგნის სახელმძღვანელოსა და რვეულის შეძენა კლასების მხედვით. EDU.ARIS.GE-ს ამ კითხვას სააგენტოში ამგვარად უპასუხეს: ,,სათითაო ფასების დასათვლელად ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, ამიტომაც ოქტომბრის თვეში სააგენტო მედიას დეტალურ ანგარიშს ჩააბარებს.
2017 წლის სექტემბრიდან პირველი-მეექვსე კლასების ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება
ეკა არის© წივწივაძე
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება