GE

რას სთავაზობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს (R)

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში  აბიტურიენტების მიღება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ხდება. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარების  მსურველი, ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციისას უნივერსიტეტს სასწავლო პროგრამების ჩამონათვალში, პრიორიტეტს IBSU-ს მიანიჭებს.

IBSU აბიტურიენტების ცნობარი 2015 – პროგრამები, კოეფიციენტები, საგნები,  პრიორიტეტები

როგორია სწავლის საფასური, შეღავათები და დაფინანსების სისტემა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლისთვის?

„გრანტს + გრანტი“ – საუკეთესო აბიტურიენტებს, ჩვენ საუკეთესო პირობებს ვთავაზობთ:

• სახელმწიფო გრანტის მიღების შემთხვევაში, შენ ავტომატურად მიიღებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოთხწლიან გრანტს (70%, 50%, 30%).

თუ ხარ 100% სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ 70 % IBSU-ს გრანტს;

თუ ხარ 70% სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ 50 % IBSU-ს გრანტს;

თუ ხარ 50% სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ 30 % IBSU-ს გრანტს;

დააჭირე ფოტოს და ნახე მაგალითი: 

ibsu1

 

რა შემთხვევაში მიიღებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა დაფინანსებას?

1. თუ ხარ  ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტის მფლობელი, საჯარო და კერძო სკოლების  ოქროს ან ვერცხლის მედალოსანი (რაც დასტურდება განათლების სამინისტროს მიერ გაცემული ატესტატით),  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან მიიღებ 100% და70 % დაფინანსებას 4 წლის განმავლობაში (ოქროს მედალოსანი – 100% დაფინანსება, ვერცხლის მედალოსანი – 70% დაფინანსება).

2. თუ პირველ პრიორიტეტს მიანიჭებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამებს (064) მიიღებ 20% დაფინანსებას)

3. თუ მიიღებ მონაწილეობას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოველწლიურ სასკოლო ოლიმპიადაში და მოხვდები პირველ ოცდახუთეულში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან მიიღებ სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას (I ადგილი – 100% დაფინანსება; II-III ადგილი – 75% დაფინანსება; IV-X ადგილები – 50% დაფინანსება; XI-XXV ადგილი 20% დაფინანსება);

4. თუ ხარ საქართველოს 2014-2015 სასწავლო წლის ეროვნულ-სამეცნიერო ოლიმპიადის მონაწილე და გადახვედი III ტურში და ამავე დროს აიღე ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან მიიღებ 100% დაფინანსებას;

5. თუ ხარ საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან მიიღებ 50% დაფინანსებას.

*შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიში მოპოვებული გრანტით ან დაფინანსებით ისარგებლებ 4 აკადემიური წლის განმავლობაში, თუ შენი საშუალო აკადემიური მაჩვენებელი ყოველი წლის ბოლოს არ იქნება 80 ქულაზე ნაკლები.

*შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რამდენიმე დაფინანსების მიღების შემთხვევაში არ მოქმედებს შეკრებითობის პრინციპი, პრიორიტეტი ენიჭება ყველაზე მაღალ დაფინანსებას.

• თუ გსურს სწავლის გადასახადის ნაწილ-ნაწილ გადახდა, შეგიძლია ისარგებლო გადახდის მოქნილი გრაფიკით და 8 თვეზე გადაანაწილო შენი სწავლის საფასური;

• თუ შენი და ან ძმა, ან შენი ოჯახის სხვა წევრი უკვე სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ისარგებლებ 15% ფასდაკლებით;

• თუ ხარ “ჩაღლარის” საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან მიიღებ 50% დაფინანსებას.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველწლიურად აჯილდოვებს საუკეთესო მოსწავლეებს სასწავლო გრანტებით და სხვადასხვა საჩუქრით. ბოლო ორი წლის განმავლობაში შეღავათებით 565-მდე სტუდენტი სარგებლობს და მისი ჯამური თანხა შეადგენს 912, 390 ლარს.

სასტიპენდიო წახალისება 

Untitled

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური