GE

როგორია წარმატების ფორმულა – თანამედროვე განათლების აკადემიის პირველი სასწავლო წელი

,,ან ცხოვრებისთვის ვემზადებით ან გამოცდებისთვის’’ – ჩვენ პირველს ვირჩევთ“- ფინური განათლების ამ სლოგანით თანამედროვე განათლების აკადემიამ პირველი მოსწავლეები ცხრა თვის წინ მიიღო.

7 მოსწავლით დაწყებული ისტორია და ჯანსაღი ამბიციები – ასეთი იყო აკადემია 2015 წლის სექტემბრის თვეში.  თუმცა ერთი სასწავლო წელიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ახალ სასწავლო წლამდე კლასები უკვე სრულად შევსებულიყო.  აკადემიის ხელმძღვანელობა შედეგებს დადებითად აფასებს თუმცა მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს.

მიღწევები, გამოწვევები, ხარვეზები, მოლოდინები და ფაქტები – თანამედროვე განათლების აკადემიის ხელმძღვანელმა პირებმა  EDU.ARIS.GE– თან საუბარში პირველი სასწავლო წელი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზეც გვიამბეს:

თანამედროვე განათლების აკადემია პირველ სასწავლო წელს ასრულებს – როგორ აფასებთ ერთი წლის მანძილზე განხორციელებულ საქმიანობას?

თანამდეროვე განათლების აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი დავით ლიპარტელიანი:

af4ce5b4-6032-4ea0-905c-6b47d1637b00-მოგეხსენებათ, აკადემიამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი 2015წლის 20 აგვისტოს მიიღო და 14 სექტემბერს დაიწყო სასწავლო პროცესი.  ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აკადემიის საქმიანობა ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად. ამ მცირე დროში ჩვენმა მოსწავლეებმა შეძლეს სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვება, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში რაც უდაოდ, თავად ბავშვების და მათი მასწავლებლების დამსახურებაა. თუ კონკრეტული და ასე მოკლე პერიოდზე გათვლილი გაზომვადი შედეგებით ვიმსჯელებთ, ჩვენს წარმატებაზე ასევე მეტყველებს მოსწავლეთა რაოდენობის  მნიშვნელოვანი ზრდა. აკადემიაში სასწავლო წლის დასაწყისში ოფიციალურად ირიცხებოდა 7,ხოლო მომავალი სასწავლო წლისთვის უკვე რეგისტრირებულია 200-ზე მეტი მოსწავლე და მსურველთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

რა არის აკადემიის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი?

-აკადემიის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად მიგვაჩნია ჩვენი მოსწავლეების კმაყოფილება და ის რომ მოსწავლეებს გააჩნიათ აკადემიისადმი მიკუთვნებულობის განცდა. ჩვენი მოსწავლეების მშობლებისგან ხშირად გვსმენია, რომ მის შვილს ძალიან უყვარს აკადემია, რაც გამოიხატება კიდეც ბავშვების ქცევაში. ისინი დიდი ხალისით ერთვებიან სხვადასხვა სასკოლო აქტივობებში და თავადაც იჩენენ ინიციატივებს. გარდა ამისა, ხშირად ვყოფილვართ ისეთი შემთხვევის მომსწრენიც,  როცა მშობელი ადრე აკითხავს შვილს წასაყვანად, მოსწავლეები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ მშობლების მიმართ და ხშირ შემთხვევაში ალოდინებენ ვიდრე დაწყებულ საქმიანობას არ დაასრულებდნენ.

სტატისტიკა კი მოწმობს რომ:აკადემიის სწორი პოლიტიკის შედეგად, დღეს აკადემიას ჰყავს 75 მოსწავლე, მომავალი სასწავლო წლისთვის იხსნება 5 პირველი კლასი, ჩვენთან თითოეულ კლასში 16 მოსწავლე ირიცხება, გვყავს 50-ზე მეტი მაღალ კლასებში გადმოსვლის მსურველი. მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო, სამწუხაროდ, კლასების შევსების გამო, უკვე გვიწევს მსურველებისათვის უარის თქმა. და იცით რატომ არის ესასე? იმიტომ, რომ აქ კეთილგანწყობილი გარემოა. ბავშვებს უყვართ და უხარიათ სკოლაში მოსვლა.  დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ აკადემია ბავშვზე ორიენტირებული სკოლაა და ამიტომაცაა ის მოთხოვნადი და აქვს მაღალი რეიტინგი.

–რამდენად შეასრულეთ ის პროგრამა მინიმუმი, რაც გქონდათ დასახული პირველი წლისთვის და რა იყო ის?

თანამედროვე განათლების აკადემიის სასწავლო პროცესის მენეჯერი მიხეილ ტეფნაძე:

მიხეილ ტეფნაძეჩვენ არ გვქონია ე.წ. პროგრამა მინიმუმი. მოგეხსენებათ, ის ადამიანები, რომლებიც დღეს სკოლის მმართველ რგოლს წარმოადგენენ, უკვე მრავალი წელია ვსაქმიანობთ განათლების სისტემაში. გვაქვს დიდი გამოცდილება სისტემის მართვის, ამიტომ, სკოლა თითოეული ჩვენგანისთვის იყო უდიდესი გამოწვევა.  ჩვენ  მიზნად დავისახეთ, რომ პირველივე სასწავლო წლის ბოლოს ვყოფილიყავით ერთ-ერთი წამყვანი სკოლა დედაქალაქში და ვფიქრობთ, რომ ეს ასეც არის!

ბატონო მიხეილ, რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ შეგხვდათ?

-მოგეხსენებათ, როდესაც ორგანიზაცია ახლად ჩამოყალიბებულია, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციის წევრებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის არსებობას. განსაკუთრებით იზრდება გამოწვევა ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. ვინაიდან ამ ორგანიზაციების წევრები გარდა ზრდასრულებისა (რომლებსაც მასწავლებლები, თანამშრომლები და მშობლები იგულისხმება) ასევე არიან ბავშვებიც. დიდი მნიშვნელობა აქვს ე.წ. „შეგუების პერიოდის“ წარმატებულად დაძლევას. წარმოიდგინეთ, მოსწავლე მიდის სრულიად ახალ გარემოში, სადაც ხვდებიან სრულიად ახალი თანატოლები და ზრდასრული ადამიანები. გარდა ამისა, თავად თანამშრომელთა უმეტესობისთვისაც გარემო და კოლეგები სრულიად ახალია.

ამ დროს იწყება სრულიად ახალი ურთიერთობების აწყობა, თითოეული მათგანი ცდილობს თვითდამკვიდრებას ახალ გარემოსა და სოციუმში და თითოეული ინდივიდისთვის თვითდამკვიდრების ფორმებიც განსხვავებულია. სწორედ ეს გამოწვევა განვსაზღვრეთ ნომერ პირველ გამოწვევად და საქმიანობის დაწყების პირველივე დღიდან დავიწყეთ ზრუნვა კეთილგანწყობილი და სასიამოვნო ატმოსფეროს ჩამოყალიბებაზე. აკადემიის ადმინისტრაციამ თავიდანვე შეუქმნა თანამშრომლებსა და მოსწავლეებს მაღალი მოლოდინები. თითოეული მოსწავლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, მათი საჭიროების და შესაძლებლობების განსაზღვრა და სწორედ აქედან გამომდინარე მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, რამაც განაპირობა კიდეც ამ გამოწვევასთან გამკლავება და დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ აკადემიის ყველა მოსწავლე და თითოეული თანამშრომელი თავს ბედნიერად და წარმატებულად თვლის. ანალოგიურად, როგორც ბავშვებზე, ისე ვზრუნავდით თანამშრომელთა მოტივაციასა და კეთილგანწყობაზე, იყო ეს შიდა სასიამოვნო სიურპრიზები, თუ პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგები.

იყო თუ არა ხარვეზები, რასაც მომავალ წელს ფიქრობთ რომ გამოასწორებთ?

თანამედროვე განათლების აკადემიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი თამარ მენაფირე:

3c7a7b90-d8c9-4ce0-80bb-58ad8a62beaa-საბოლოოდ, სასწავლო წელს დადებითად ვაფასებთ, თუმცა, ბუნებრივია იყო კონკრეტული დაბრკოლებები, რომელიც სამუშაო პროცესს თან ახლდა, რაც  უკვე იდენტიფიცირებულია და გათვალისწინებულია მომავალი სასწავლო წლის დაგეგმვისას.  აღსანიშნავია, რომ სწორედ სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული გვაქვს შიდა მონიტორინგის სისტემა. გარე შეფასებისთვის მოწვეული გვყავდა  ექსპერტი, კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორი, ბატონი სიმონ ჯანაშია, რომლის რეკომენდაციებიც, ასევე გათვალისწინებული იქნება მომავალი სასწავლო წლის დაგეგმვისას.

ქალბატონო თამარ, ყველაზე წარმატებული ღონისძიება, რაც ამ ერთი წლის მანძილზე ჩატარდა- რომელს გამოყოფდით და რატომ?

-რთულია მრავალფეროვანი სასწავლო წლიდან ერთი რომელიმე აქტივობის გამოყოფა, ასეთებია: ექსკურსიების პროგრამა, კლუბური საქმიანობა, საინტერესო და ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები, შიდა და გარე კონკურსები, საქველმოქმედო აქცია, რომელიც უახლოეს მომავალი შედგება, პერფორმანსები, სპექტაკლები, პედაგოგებისათვის მრავლისმომცემი ტრენინგები და დისკუსიები და სხვა, რაშიც ჩვენი facebook-ის სტუმარი ადვილად დარწმუნდება.

ამ ერთმა წელმა რა სურათი მოგცათ – გაიზრდება თუ არა აკადემიაში კლასების რაოდენობა და კვალიფიციური კადრების მოზიდვას განაგრძობთ თუ ამ ეტაპზე საკმარისია?

თანამედროვე განათლების აკადემიის დირექცია:

10868125-196d-48d7-a6b3-ff9db2645b7f-როგორც უკვე აღინიშნა კლასების რაოდენობა უკვე ვიცით, რომ მომავალ წელს მნიშვნელოვნად იზრდება, რამაც განაპირობა, როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსის საჭიროება. სწორედ ამიტომ, აკადემიამ გამოაცხადა მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი და კონკურსის საფუძველზე ხორციელდება ახალი, პროფესიონალი, ენერგიული, შემოქმედებითად მოაზროვნე პედაგოგების შერჩევა.

რატომ უნდა აირჩიონ მშობლებმა და ბავშვებმა 2016-2017 სასწავლო წელს თანამედროვე განათლების აკადემია?

-ეს არის ადგილი, სადაც ბავშვი ბედნიერია, სადაც მასზე ზრუნავენ, უდგებიან როგორც თანასწორს და ამავდროულად აძლევენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის განათლებას, აღჭურავენ იმ უნარ-ჩვევებით, რომლებიც მას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე დაეხმარება თვითრეალიზაციაში.

რატომ უნდა ავირჩიოთ ჩვენი შვილისთვის თანამედროვე განათლების აკადემიაში სწავლება

„ჩვენ ვცვლით სამყაროს“ – თბილისში ,,თანამედროვე განათლების აკადემია“ გაიხსნა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური