რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა და რამდენი ადგილია თითოეულზე – გამოცდები 2016
2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც შეეხება მისაღებ ადგილებს, წელს 44 000ზე მეტი ადგილია. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძემ განუცხადა.
საგნების მიხედვით რეგისტრირებულთა რაოდენობის შესახებ მონაცემები ასეთია:
გეოგრაფიის ჩაბარების სურვილი 12 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა,
ისტორიის ჩაბარების სურვილი 13 000-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა,
მათემატიკის ჩაბარების სურვილი 9500-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა,
ლიტერატურის ჩაბარების სურვილი 6000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა,
ბიოლოგიის ჩაბარების სურვილი 4500-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა,
ქიმიის ჩაბარების სურვილი 1800-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა
ტრადიციულად უფრთხიან აბიტურიენტები ფიზიკას – ამ საგანზე განაცხადი 700-მდე აბიტურიენტმა გააკეთა. მცირე იმ აბიტურიენტების რიცხვიც, რომლებმაც არჩევით საგნად ხელოვნება დაასახელეს – მათი საერთო რიცხვი 230-ია. სამოქალაქო განათლება 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ EDU.ARIS.GE-ს უმაღლეს სასწავლებლებში არჩევითი საგნების მიხედვით ადგილების რაოდენობაზეც მიაწოდა ინფორმაცია:
ყველაზე მეტი ადგილია გამოყოფილი ისტორიისთვის, ყველაზე ნაკლები კი ხელოვნებისთვის. მონაცემები ადგილების რაოდენობის მიხედვით ციფრებში ასე გამოიყურება:
ისტორია – 11 000–მდე ადგილი
ქიმია – 2000 ადგილი
ფიზიკა – 2000 ადგილი
მათემატიკა – 10 000–მდე ადგილი
გეოგრაფია – 8 000 –მდე ადგილი
ლიტერატურა – 5 000 –მდე ადგილი
სამოქალაქო განათლება – 1 500 ადგილი
ბიოლოგია – 3500 ადგილი
ხელოვნება – 600 ადგილი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციით, ციფრები გამოცდების დაწყებამდე აუცილებლად შეიცვლება.
,,ციფრები აუცილებლად შეიცვლება, ვინაიდან პირველ რიში ამაზე გამოსაშვები გამოცდები იმოქმედებს. ვინც ვერ გადალახავს გამოცდებს ის გამოეთიშება ერთიან ეროვნულ გამოცდებს. რაც მთავარია, წელს პირველად 1 ივნისამდე აბიტურიენტებს აქვთ საშუალება არჩევითი საგანი შეცვალონ, რაც ასევე შეცვლის მონაცემებს,” – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ივა მინდაძემ.
სამინისტრო: მე–12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები 20 აპრილიდან აღარ იანგარიშება
საგამოცდო პროგრამები საგნების მიხედვით – ეროვნული გამოცდები 2016
2015-2016 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები საგნების მიხედვით
ეკა არის© წივწივაძე
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება