GE

„შეიძლება სკოლაში ტუალეტის სუნი იყოს?!“ – პარლამენტში სკოლის დამლაგებლებისთვის ხელფასების მომატება მოითხოვეს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარადგინა, სკოლის დამლაგებლებისთვის ხელფასების მომატება მოითხოვეს.

5 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, ხელფასების 20%-იანი ზრდის წინანადებით გიორგი კაკაურიძეს განათლების კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა ლადო კახაძემ მიმართა.

„ტუალეტის სუნი შეიძლება, რომ სკოლაში იყოს?! არ შეიძლება!.. 2 086 სკოლა გვაქვს და დამლაგებელთა რიცხვია 5 500-დან 6 000-მდე. ამ ადამიანებს „გალოკილი“ უნდ ჰქონდეთ სივრცე [სკოლაში] მოსვლამდე, პროცესში და წასვლის შემდეგ. ეს დიდი შრომაა, რომელსაც ჩვენ სახლში დედას, ბებიას რომ ვუფასებთ, არანაკლებად დასაფასებელია ამ ადამიანების შრომა. ხელფასი რა არის? თხოვნა მაქვს – ამ კატეგორიის ადამიანებისთვის ხელფასის 20%-იანი ზრდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კი პასუხად განმარტა, რომ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, ამ ეტაპზე ხელფასების 8.4%-ით ზრდა არის გათვალისწინებული.

„თუმცა, გეთანხმებით, შეიძლება კიდევ ვიმუშაოთ და რისი შესაძლებლობაც იქნება, იმის მიხედვით…“, – მიმართა გიორგი კაკაურიძემ ლადო კახაძეს.

ასევე იხილეთ: 

„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური