რომელი კატეგორიის სტუდენტები მიიღებენ სოციალური პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო გრანტს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების მიერ დაფინანსების მოპოვებისთის საჭირო განაცხადის ფორმა და დოკუმენტების ნუსხა დაამტკიცა და შესაბამისი ბრძანება გამოსცა. ბრძანება ეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
მინისტრის ბრძანების თანახმად, სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის მისაღებად განაცხადის შევსება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებსაც:
- ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ მაღალმთიანი და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ საჯარო სკოლებში.
- სტუდენტებს რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ აზერბაიჯანულენოვან ან სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
- სტუდენტები რომლებმაც ბოლო ორი წელი ისწავლეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში ასრებულ სკოლებში ან 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო ერთი წელი სწავლოდნენ სოფელ პერევის საჯარო სკოლებში.
- სტუდენტებს, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა და უზგო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები.
- სტუდენტები რომლებიც არიან კომუნისტრური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლები.
- სტუდენტები რომლებიც არიან ობლები, გარდაცვლილი ჰყავს ორივე მშობელი
- სტუდენტები რომლებიც არიან მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახის წევრები
- სტუდენტები რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
ყველა ზემოაღნიშნული კატეგორიის წარმომადგენელმა, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად საჭირო დოკუმენტაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ან მის ტერიტორიულ ორგანოში (რესურსცენტრში) 2015 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარადგინოს.
წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი თითოეული კატეგორიისთვის იხილეთ ბრძანებაში
ეკა არის© წივწივაძე
სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში 1400-მდე სტუდენტი დაფინანსდება
-
„ირღვევა განათლების უფლება“ – რას გეგმავენ მშობლები, რომლებსაც 6 წელს მიღწეული ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვაზე უარი უთხრეს
by ARIS.GE-განათლება
-
განისაზღვრა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობები
by ARIS.GE-განათლება
-
პარლამენტმა გამონაკლისის დაშვებაზე უარი თქვა – 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში არ ჩარიცხავენ
by ARIS.GE-განათლება