„საატესტატო და ეროვნული გამოცდების ოპტიმიზაცია 2017 წლისთვის უკვე გაკეთებადი იქნება“
შესაძლებელია, რომ მოსწავლემ ჩააბაროს გამოცდები სკოლის დონეზე და ამ გამოცდების შედეგებით წავიდეს უმაღლეს სასწავლებელში.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მე-2 არხზე სტუმრობისას, საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების ოპტიმიზაციის თაობაზე, მაყურებლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„სტრატეგიული განვითარების დოკუმენტში, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, იყო ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, რომ გადაგვეხედა საგამოცდო სისტემისთვის და მოგვეხდინა გარკვეული ოპტიმიზაცია. ამიტომ, ამაზე მუშაობა ტექნიკური თვალსაზრისით ჯერ არ დაწყებულა. 2016 წლისთვის ამის მოსწრება მე ვფიქრობ, არარეალისტური იქნება, თუმცა ჩვენ ვიმუშავებთ და შევხედავთ, როგორ წავა სამუშაო პროცესი. მაგრამ ოპტიმიზაცია მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია. იმან, რაც დაინერგა იმუშავა გადასარევად, ეროვნული გამოცდები იყო ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა, რომელიც განხორციელდა განათლების სისტემაში. მაგრამ იმის გამო, რომ ეს სისტემა არის მუდმივად განვითარებადი, ყველაფერს ჭირდება გადახედვა, ანალიზი და ოპტიმიზაცია. ოპტიმიზაცია იმ თვალსაზრისით, რომ ხომ არ შეიძლება, იგივე შედეგის მიღწევა ერთიანი გამოცდების სისტემის ჩამოყალიბებით, რომელიც არ იქნება გახლეჩილი სკოლის დონეზე, არ იქნება გახლეჩილი ეროვნული გამოცდების დონეზე. შესაძლებელია, რომ მოსწავლემ ჩააბაროს გამოცდები სკოლის დონეზე და ამ გამოცდების შედეგებით წავიდეს უმაღლეს სასწავლებელში“,-განაცხადა მინისტრმა.
თამარ სანიკიძის თქმით, ოპტიმიზაცია ცალკე გამოცდებს ვერ შეეხება, ვინაიდან გასათვალისწინებელია დღეს არსებული დაფინანსების სისტემა, რომელიც პირდაპირ ებმის გამოცდებს.
„ერთადერთი, ჩვენთან პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დღევანდელ საგამოცდო სისტემაზე მორგებული არის დაფინანსების სისტემა, ეს თუ ერთნაირად არ შეიცვალა, მარტო საგამოცდო სისტემის შეცვლით დავარღვევთ უბრალოდ სისტემას და არ მივიღებთ იმას, რაც უნდა მიგვეღო. ამიტომ, საკითხი უფრო ფართო ჭრილში იხილება და 2016 წელს ვერ მოესწრება, თუმცა 2017 წლისთვის, მე ვფიქრობ, რომ გაკეთებადი იქნება. ეს დიდი რეფორმაა. დღეს არსებული სისტემა მუშაობს და ჩქარი ნაბიჯებით ძალიან ცუდი შედეგები შეიძლება დაგვიდგეს, ამიტომ, ეს არ არის ის თემა, რომელზედაც ჩვენ უნდა ვიჩქაროთ“,-აღნიშნა მინისტრმა.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება