სამინისტროს გადაწყვეტილებით საჯარო სკოლებში სწავლა ყოველ წელს 15 სექტემბერს დაიწყება
2016-2017 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, სწავლა ყოველთვის დაიწყოს ფიქსირებული თარიღით – 15 სექტემბერს და არა, როგორც აქამდე იყო – 10 სექტემბრის შემდეგ პირველ ორშაბათს.
„ჩვენ გამოვედით ინიციატივით,, სწავლა იყოს ფიქსირებული თარიღით, 15 სექტემბრით, რათა მშობლებმა შეძლონ და დაგეგმონ დასვენება და არდადეგები. აღნიშნულ ცვლილებაზე მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა. პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 14 ან 15 სექტემბერს უკვე შეუსრულდათ,“ – განაცხადა ლია გიგაურმა.
edu.aris.ge-ს კითხვაზე, თუ რამდენ პირველკლასელს ელოდებიან წელს, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ წელს საჯარო სკოლები 49 000–ზე მეტ პირველკლასელს მიიღებს.
როგორც ლია გიგაურმა edu.aris.ge-სთან საუბარში აღნიშნა, 2016–17 სასწავლო წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები არ განხორციელდება. საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს საჩუქრად სახელმძღვანელოებს, ხოლო პირველკლასელებს ტრადიციისამებრ გადაეცემათ პორტატული კომპიუტერები. კომპიუტერების შესაძენად ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, სწავლის დაწყებით თარიღს ყველა კერძო სკოლა თავად განსაზღვრავს.
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2016-17 სასწავლო წლისთვის 4 აპრილს დაიწყება – პროცედურები
ეკა არის© წივწივაძე
-
ეს გზა 64 ჰარვარდამდე მიგვიყვანს? – საეტაპო ცვლილებებითა და პასუხგაუცემელი კითხვებით სავსე 2025 წელი განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„რეფორმის ლოგიკაა, მივცეთ ნაკლები განათლება ახალგაზრდებს და იაფ მუშახელად დარჩებიან“ – მოსალოდნელ რისკებზე ილიაუნიში ისაუბრეს
by ARIS.GE-განათლება
-
შემაჯამებელი დვალების, წერის აღდგენის ჩანიშვნა კონკრეტულ მოსწავლეებთან – ინსტრუქცია და შემაჯამებელი ტესტური დავალების ნიმუში
by ARIS.GE-განათლება