GE

სასწავლო გარემოსა და ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატივების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

5 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სასწავლო გარემოსა და ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატივებთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა შედგა.

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, შეხვედრაზე პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში შექმნილი ნორმატივების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს მიმდინარე პროცესი. ასევე, ნორმატივების შემუშავების პროცესში ჩართულობის მზაობა გამოხატეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური