GE

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში ასოცირების ხელშეკრულების პერსპექტივების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართება

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი საჯარო ლექციათა ციკლის „საქართველოს ევროპული არჩევანი” ფარგლებში 24 აპრილს გიწვევთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ბატონ დავით ბაქრაძის საჯარო ლექციაზე:

„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პერსპექტივები და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები”.

შეხვედრა გაიმართება 2015 წლის 24 აპრილს 12:00 სთ-ზე
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში
გუდიაშვილის ქ. 7, თბილისი

შეხვედრა წარიმართება ქართულ ენაზე.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ადგილები შეზღუდულია, რის გამოც გთხოვთ დარეგისტრირდეთ არაუგვიანეს 22 აპრილისა: a.gergedava@css.ge; d.lezhava@css.ge;
+995 32 2 29 00 95

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური