GE

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები ცნობილია

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები ცნობილია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, სტუდენტებს შედეგების ნახვა 3 სექტემბრის 17:30 საათიდან ვებგვერდზე: www.online.naec.ge შეეძლებათ.

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, შედეგების გაგებას სტუდენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, დამტკიცდა აბსოლიტური ქულებით სტუდენტთა რანჟირების დოკუმენტი, იმ სტუდენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც 2015 წელს მოიპოვეს/გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად.

გთავაზობთ იმ სტუდენტთა ჩამონათვალს, რომელებმაც 2015 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური