GE

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში არჩილ ყარაულაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა

17 ოქტომბერს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, არჩილ ყარაულაშვილმა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ევროიტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებზე, ევროინტეგრაციის გავლენაზე საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, უპირატესობასა და რისკებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვა, რაზეც მინისტრის მოადგილისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური