უფასო ფაკულტეტები სია 2016–17 სასწავლო წლისთვის აპრილის თვეში გამოქვეყნდება
2016-2017 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სასწავლო პროგრამების, იგივე უფასო ფაკულტეტების სია აპრილის თვეში გახდება ცნობილი. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განუცხადა.
პროგრამულად დაფინანსებულ უნივერსიტეტების სიაში წელს, სავარაუდოდ, სიახლე არ იქნება. მინისტრის თქმით, არც უფასო მიმართულებები შეიცვლება. უცვლელია გრანტის მოცულობაც.
,,ვნახოთ, თავად უნივერსიტეტები რამდენ ადგილს გამოყოფენ უფასო ფაკულტეტებისთვის. მიმართულებების მიხედვით წელს მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ვგეგმავთ. სახელმწიფოს პრიორიტეტად კვლავინდებურად რჩება 21 მიმართულება. არც ახალი მიმართულების დამატებას და არც გამოკლებას ვაპირებთ,”- განაცხადა თამარ სანიკიძემ .
თუმცა მინისტრმა იქვე აღნიშნა, რომ უფასო ფაკულტეტებთან და მიმართულებებთან დაკავშირებით სახელმწიფოს ახალი მიდგომა აქვს და მნიშვნელოვანი სიახლეები უკვე მომავალი წლიდან განხორციელდება.
შეგახსნებთ, 2015-2016 სასწავლო წელს პროგრამული დაფინანსება 8 სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო. წინა წელს 5 653 ადგილი იყო გამოყოფილი.
გთავაზობთ გასული წლის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალს
2015-2016 წლისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო მიმართულებები
ეკა არის© წივწივაძე
-
განათლების მინისტრის მოადგილემ გაამხილა – რომ არა ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, ბევრი ადამიანი დაკარგავდა სამსახურს
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებს უფლება აქვთ, საბაზო და საშუალო საფეხურზე ფორმები შემოიღონ – მოსწავლესა და მასწავლებელს კი შეუძლიათ, მასზე უარი თქვან“
by ARIS.GE-განათლება
-
ახალი დეტალები სასკოლო სიახლეებიდან – რა წერია კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს
by ARIS.GE-განათლება