GE

უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა

27 აპრილს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 61 ქვეითი ოცეულის მეთაური შეემატა.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებმა 31 კვირის განმავლობაში წარმატებით გაიარეს სამხედრო განათლების ძირითადი საფეხურის შესაბამისი მომზადება.

ლეიტენანტებს კურსის დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა მიულოცეს.

აკადემიის ცნობით, ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, 45 კურსდამთავრებული ლეიტენანტი დაინიშნება ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე, ხოლო 16 ლეიტენანტი სწავლას გააგრძელებს დაზვერვის ოფიცერთა მომზადების კურსზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური