GE

ვის შეუძლია გახდეს იუნკერი? – ,,ეთა“-ს საბაკალავრო პროგრამა ახალგაზრდებისთვის

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (ეთა) საბაკალავრო სკოლამ პირველკურსელთა ნაკადი უკვე მიიღო. ორ კვირაზე მეტია რაც იუნკერები აკადემიის ბაზაზე სწავლა-განათლების მიღებას შეუდგნენ, თუმცა სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისგან განსხვავებით, სკოლა სამხედრო საქმის სწავლებასაც ითვალისწინებს.

როგორია სწავლება საბაკალავრო სკოლაში, რა პერსპექტივებს სთავაზობს თავდაცვის სამინისტრო სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ამ და მკითხველისთვის საინტერესო საკითხებზე ARIS.GE – განათლებას საბაკალავრო სკოლის დირექტორი მანანა მაღრაძე და სასწავლო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი რომან ჯანჯულია ესაუბრნენ.

შენობადირექტორის თქმით, თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლაში მოხვედრა უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ეროვნული გამოცდებით ხდება, თუმცა გამოცდების ჩაბარებამდე აბიტურიენტს შიდა ტურის გავლა უწევს, რომელიც ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო შემოწმებას გულისხმობს.

ფიზიკურად ძლიერ, ჯანმრთელ და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულ 24 წლამდე აბიტურიენტს საბაკალავრო სკოლა ეროვნული გამოცდების ჩაბარების ნებართვას აძლევს.

ARIS.GE –  განათლებასთან საუბრისას ვიცე-პოლკოვნიკი ჯანჯულია ამბობს, რომ  გამოცდის ჩაბარების და სასწავლებელში მოხვედრის შემდეგ იუნკერებს ხუთკვირიანი საველე სწავლების გავლა უწევთ, რომლის ფარგლებშიც თავდაცვის აკადემიის ინსტრუქტორები და უფროსი იუნკერები პირველკურსელებს შესაბამისი ცოდნის მიღებაში ეხმარებიან.

საბაკალავრო სკოლის უკეთ გაცნობის მიზნით ARIS.GE- განათლება თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა. ბაზა, რომელიც სამოქალაქო და სამხედრო სწავლებისთვის საჭირო ტექნიკურ გამოწვევებს სრულებით აკმაყოფილებს, გორთან ახლოს მდებარეობს.

ინფორმატიკაიუნკერები აქ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სურვილის შემთხვევაში კი, მთელი კვირის განმავლობაში, სამხედრო საქმის სწავლების თანხლებით, ინტენსიურ სწავლებას გადიან მენეჯმენტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. სკოლის დირექტორი გვეუბნება, რომ აღნიშნული პროგრამები თავდაცვის სამინისტროს მიერ არის განსაზღვრული, რადგან სწორედ სამინისტრო იღებს ოთხი წლის შემდეგ, უკვე ოფიცრების, დასაქმების ვალდებულებას, თუმცა აქ სტუდენტები მხოლოდ კარიერული მიზნების გამო არ ხვდებიან.

მაგალითად, ალი ტალიბოვი ,,ეთა“-ს საბაკალავრო სკოლაში წელს ჩაირიცხა, ის მარნეულიდან არის დასკოლაში ჩაბარების გადაწყვეტილება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ გადაწყვიტა. როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, ალისთვის პატივია მიიღოს უმაღლესი განათლება,გახდეს ოფიცერი და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იმსახუროს.

სტუდენტებიროგორც გაირკვა, ვაჟი იუნკერების მსგავსად, დილის ექვსი საათიდან ,,ეთა“-ში დღე გოგონებისთვისაც იწყება. ერთ-ერთი მათგანი გორის მკვიდრი მარიამ ამბოკაძეა. როგორც მარიამი ამბობს, გოგონებსაც ისევე წარმატებით შეუძლიათ სამხედრო საქმის შესწავლა, როგორც ვაჟებს.

,,ასეთი ტიპის სასწავლებელში ჩაბარება, სადაც სამოქალაქოსთან ერთად სამხედრო საქმესაც ვეუფლები, ჩემი გარემოცვისთვის განხილვის საგნად იქცა. მოგეხსენებათ როგორია ქართული სტერეოტიპები, საზოგადოებრივ და სახელმწიფო ცხოვრებაში ქალის მონაწილეობასთან დაკავშირებით. საბაკალავრო სკოლაში წარმატებით ჩარიცხვის შემდეგ მათი პოზიცია შეიცვალა, უკვე აღარ საუბრობენ, რომ ქალის ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია. ვფიქრობ, მათი სტერეოტიპები გავანადგურე,“ – გვითხრა ,,ეთა“-ს სკოლის პირველი კურსის იუნკერმა მარიამ ამბოკაძემ.

ლექციამარიამი, სხვა თანაკურსელებთან ერთად საბაკალავრო სკოლაში უფასოდ სწავლობს. ამასთან, იუნკერებს უსასყიდლოდ ეძლევათ უახლესი მოდელის ლეპტოპები, ოთხი წლის შემდეგ კი კომპიუტერი მათ საკუთრებაში გადადის.

,,ეთა“-ში დატვირთული დღის წესრიგი ადგილზე გართობისა და თავის შექცევის ნაწილსაც მოიცავს, მითუმეტეს, რომ სასწავლო ბაზაზე დასვენების, გართობისა და ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო საშუალებები იოლად მოიძებნება.

საცურაო აუზისატრენაჟორო დარბაზი და დახურული საცურაო აუზი, ბილიარდისა და ჩოგბურთის მაგიდები, ღია და დახურულ სპორტულ მოედნებთან ერთად იუნკერების განკარგულებაშია, თუმცა როგორც სკოლის ხელმძღვანელობა ამბობს, ყველაფერს თავისი დრო აქვს, მათ შორის კლასიკური და სპეციალური ლიტერატურის კითხვასაც. ის ვინც ,,ეთა“-ს ბიბლიოთეკის წიგნის სურნელი იყნოსა, დასვენების პერიოდშიც კითხულობს. მდიდარი წიგნსაცავი და ბიბლიოთეკის პერსონალი მზად არის იუნკერს სასურველი და საინტერესო ლიტერატურის მოძიებაში დაეხმაროს.

ბიბლიოთეკაკითხვასთან ერთად, იუნკერს შეუძლია თავისუფალი დრო  მოწვეულ პროფესორებთან ინდივიდუალური კონსულტაციისთვის გამოიყენოს. ,,ეთა“-ს ბიბლიოთეკას უცხოური ლიტერატურა პარტნიორი ქვეყნებიდანაც ეგზავნება, თუმცა NATO-ს წევრ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობა, წიგნების გადმოცემასთან ერთად, საბაკალავრო სკოლას სხვა მრავალ სიკეთესაც სთავაზობს. სკოლის დირექტორის თქმით, იუნკერებს შესაძლებლობა აქვთ,ოთხი წლის განმავლობაში სწავლის ნებისმიერ საფეხურზე კვალიფიკაცია NATO-ს წევრი პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში აიმაღლონ.

დასავლური სტანდარტებით შექმნილი უმაღლესი სასწავლებელი, სადაც სწავლების პროცესს მკაცრი კონკურსის წესით შერჩეული პროფესურა და გამოცდილი ქართველი და უცხოელი ინსტრუქტორები უძღვებიან, 4 წლის შემდეგ იუნკერს დასაქმების გარანტიას აძლევს. ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ იუნკერი იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას – “ლეიტენანტი”.

DSC_0004სასწავლებელში ჩარიცხვისას გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, იუნკერი ვალდებულია, პირველი კურსიდან 10 წლის განმავლობაში, ჯერ ისწავლოს შემდეგ კი თავდაცვის სანმინისტროს ქვემდებარე უწყებებსა თუ სამხედრო ბრიგადებში გააგრძელოს მუშაობა, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მათ საკუთარი პროფესიით (ინფორმატიკა-მენეჯმენტი) სწავლისა და მუშაობის საშუალება ეძლევათ.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, ARIS.GE განათლებასთან საუბრისას, ყურადღებას საბაკალავრო სკოლის მნიშვნელობაზე ამახვილებენ.

სკოლის დირექტორი„კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ იუნკერები ნებისმიერი ორგანიზაციისთვის სასურველი და მისაღები სპეციალისტები იქნებიან, რადგან მაღალი ხარისხის განათლებასთან ერთად, ისინი საბაკალავრო სკოლიდანდისციპლინირებული და მომზადებულები გამოდიან“, – ამბობს  სკოლის დირექტორი, პროფესორი მანანა მაღრაძე.

უმაღლესი განათლების მიღების მსურველი ახალგაზრდებისთვის, ვინც დაინტერესებულია, პარალელურად შეისწავლოს სამხედრო საქმე, ეროვნული თავდაცვის აკდემიის საბაკალავრო სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში, ერთ სივრცეში სამოქალაქო და სამხედრო საქმის შესწავლა უკვე შესაძლებელი გახდება, იმ განსხვავებით, რომ საბაკალავრო სკოლის იუნკერი, მნიშვნელოვან პრივილეგიებთან ერთად, სწავლის გადასახადით, გაცვლითი პროგრამებით, უფასო საცხოვრებლითა და ჯანმრთელობის დაზღვევით არის უზრუნველყოფილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური