„1–ლი ოქტომბრიდან სკოლაში სწავლა I-VI კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის და ზოგიერთი ქალაქის მაღალკლასელებისთვისაც განახლდება“
„1-ლი ოქტომბრიდან სკოლაში სწავლა 1–დან მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის და ზოგიერთი ქალაქის მაღალკლასელებისთვისაც განახლდება“, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის კანცელარიაში, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
“რაც შეეხება სწავლას, ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა აჭარის გარდა, 1 ოქტომბრიდან 1-დან მე–6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები ფიზიკურად, საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას და ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავს, ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთსა და გორს, განსხვავებით აი, ამ ოთხი ქალაქისგან, 1-ლი ოქტომბრიდან ფიზიკურად სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში, როგორც დაწყებით, ისე მაღალი კლასის მოსწავლეებისთვისაც. იგულისხმება არა მხოლოდ 1-დან მე–6 კლასის ჩათვლით კლასები, არამედ მე-7-დან მეთორმეტეს ჩათვლით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
აჭარა – სასწავლო პროცესი სრულად გრძელდება დისტანციურად.
ფოთი და გორი – სასწავლო პროცესი სრულად ინაცვლებს სკოლაში ყველა კლასის მოსწავლეებისთვის.
თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი – სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება 1–ლი მე–6 კლასის მოსწავლეებისთვის.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, მშობლებს აძლევენ არჩევანის საშუალებას.
“რაც ყველაზე მთავარია, იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და 1 ოქტომბრიდან ჩემს მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში ფიზიკურად გრძელდება სწავლა საკლასო ოთახებში, მშობლებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ არჩევანი გააკეთონ და აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციურად გაგრძელდება სწავლა”, – განმარტა მეზვრიშვილმა.
პროცედურა კი ასეთი იქნება: თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში, მას ამის შესაძლებლობა ექნება. ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება ორგანიზებული. სწავლის დისტანციურად გაგრძელების თაობაზე მშობელი მიმართავს სკოლას, რომელიც მას დაარეგისტრირებს და მის მოთხოვნას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, ბრიფინგის ფარგლებში განათლების მინისტრმა ისაუბრა სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებზე და აღნიშნა, რომ მათ საშუალება ექნებათ სკოლის ტერიტორიაზე სპეციალურად განკუთვნილ რესურს ოთახში შეხვდნენ სპეციალურ მასწავლებლებს.
„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეეებს, აჭარის გარდა ყველაგან, საშუალება ექნებათ, რომ სკოლის ტერიტორიაზე სპეციალურ განკუთვნილ რესურს ოთახში შეხვდნენ სპეცმასწავლებელს. ეს იქნება ერთი ერთზე შეხვედრები, იქნება სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები შეათანხმებენ მშობლებთან“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება – მიხეილ ჩხენკელი
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება