უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება – მიხეილ ჩხენკელი
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ასევე პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
ამის შესახებ განათლების მინისტრმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რაც შეეხება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს, ამ ეტაპზე დისტანციური სწავლება შენარჩუნდება თბილისში, რუსთავში, ქუთაისში და ზუგდიდში. ცხადია აჭარაში ასევე დისტანციურად. ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას უმაღლესებში და პროფებში უკვე არადისტანციურად განახლების შესახებ, უახლოეს პერიოდში გაცნობებთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
როგორც მოგვიანებით განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ დააკონკრეტა, იმ ქალაქებში, სადაც სწავლა არის დაწყებული, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლებიც ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ მუშაობას.
“მინდა ვთქვა, რომ იმ ქალაქებში, სადაც სწავლა არის დაწყებული, მაგალითად გორში არსებული უნივერსიტეტი აუდიტორიაში განაახლებს სასწავლო პროცესს, ახალციხის უნივერსიტეტი განაახლებს, ასევე თელავში არსებული უნივერსიტეტი განაახლებს სასწავლო პროცესს აუდიტორიებში. თუმცა ჩვენი მიზანი უმაღლესების და პროფესიული სასწავლებლების შემთხვევაშიც არის, რომ სასწავლო პროცესი დაბრუნდეს აუდიტორიებში”, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში, საკლასო ოთახებში სწავლას პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები განაგრძობენ, ფოთსა და გორში საკლასო ოთახებში სწავლას ყველა კლასის მოსწავლეები შეძლებენ, აჭარაში კი სწავლება კვლავ ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდება.
-
2026 წლის საგრანტო გამოცდაზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გავლენ – სავარაუდო ვადები დასახელდა
by ARIS.GE-განათლება
-
„უნდა გამოცხადდეს სტუდენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად“ – დეტალები
by ARIS.GE-განათლება
-
როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა
by განათლებული ბლოგი