GE

10 თვისება, რომელიც პედაგოგს „გადარჩენისთვის“ სჭირდება

სწავლების ახალი ტენდენციები, მონაცემთა მართვის რესურსები, ციფრული წიგნიერების სტრატეგიები, სამაგალითო სასწავლო მოდელები, სკოლის გაზრდილი ან შემცირებული ავტონომია, საკლასო მენეჯმენტი – ეს იმ საკითხების სიაა, რომელთა ირგვლივაც რჩევების არც გაცემა და არც მიღება გვიჭირს, მაგრამ ხანდახან, შეიძლება ნაკლებად ხილულ და ერთი შეხედვით შეუმჩნეველ თემებსაც შევეხოთ. მაგალითად, განვიხილოთ მასწავლებლის თვისებები, რომლებიც მას წარმატების მიღწევისთვის სჭირდება. ზოგიერთი მათგანი აბსტრაქტულია და პიროვნების ხასიათზეა დამოკიდებული, ზოგში კი ისეთი უნარ-ჩვევები მოიაზრება, როგორიცაა დროის მართვა და გაკვეთილის ორგანიზება. შესაბამისად, ნაწილი ნათლი და პრაქტიკულია, დანარჩენი – ნაკლებად, თუმცა თითოეულ მათგანი დასაბუთებული და სასარგებლოა.

ქვემოთ მოყვანილია ის 10 თვისება, რომელიც პედაგოგს გადარჩენისთვის სჭირდება:

გახსნილი გონება – რთული წარმოსადგენია 21-ე საუკუნის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადარჩეს გახსნილი გონების გარეშე. ეს ეხებათ არამხოლოდ პედაგოგებს, არამედ ყველა სფეროს წარმომადგენლებს.

დამსახურებული ნდობა – სანდოობა მნიშვნელოვანია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და განპირობებული უნდა იყოს თქვენი კომპეტენციით. ზედაპირულად ნათქვამი „გენდობი“ არაფერია, თუ მის საფუძველს თავად არ შექმნით.

დროის სწორი განაწილების უნარი – მასწავლებელმა დროის სწორად განაწილებაზე ფიქრი საკლასო ოთახში შესვლამდე უნდა დაიწყოს. უმჯობესი იქნება, თუ წინასწარვე გეცოდინებათ რა დრო გჭირდებათ კონკრეტული შემდეგი მასალის ასახსნელად და ბავშვებმაც უნდა იცოდნენ, რამდენი წუთი აქვთ საშინაო დავალების ჩასაბარებლად.

ორგანიზატორული უნარები – ამის სწავლას ძალიან დიდი დრო და კიდევ უფრო მეტი დაკვირვება სჭირდება, თუმცა მის გარეშე არცერთ სხვა თვისების გამომუშავებას აზრი არ აქვს.

ცნობისმოყვარეობა და მხიარული აზროვნება – ეს ბავშვების თვისებებია და თუ გინდათ, რომ მოსწავლეებთან წარმატებას მიაღწიოთ, არც ერთი მათგანი არ უნდა დაივიწყოთ.

სპეციალიზებული ცოდნა – კარგი პედაგოგი აუცილებლად უნდა იცნობდეს სწავლების თანამედროვე სტრატეგიებს, ტენდენციებს,  უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სკოლებში ტექნოლოგიის ინტეგრაციის გზებზე. მოკლედ, მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ სფეროს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს იპოვოს საკუთარი მიდგომა.

პროგრესის განცდა – თუ ეს პედაგოგის მიზანი არაა, ის წარმატებას ვერ მიაღწევს.

მხარდაჭერა – არსებობს დღეები, როცა ცოდნა, აზროვნება თუ მუშაობა საკმარისი არაა. ხშირად უბრალოდ მეგობრის თანადგომა და ჩახუტება გჭირდებათ.

თავდაჭერილობა – თავდაჭერილობა აზროვნების ცენტრალური ნაწილია და არ გამორიცხავს არც ნდობას და ცნობისმოყვარეობას. რაც უფრო თავდაჭერილი ხართ, მით უფრო იზრდება პატივისცემა თქვენი მოსწავლეების მხრიდან, რაც მათ აკადემიურ მიღწევებზეც აისახება.

სწრაფი აზროვნება – გაკვეთილის ახსნა, მოსწავლეების შეფასება, მათ შეკითხვებზე სრულყოფილი პასუხის გაცემა- ეს ყველაფერი ფრენის დროს პრობლემების მოგვარებას ჰგავს და ცხადია, მოითხოვს სიმარდესა და დიდ ენერგიას.

მოამზადა მარიამ ელიაშვილი

წყარო: teachthought

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური