GE

15 ლოგიკური ამოცანა, რომლის ამოხსნაც ყველას უნდა შეეძლოს, მაგრამ..

ყველა კომპანიაში სამსახურში აყვანისას აპლიკანტს უსვამენ გარკვეულ, ხშირ შემთხვევაში სტანდარტულ კითხვებს. თუმცა, ზოგიერთი ორგანიზაცია მომავალი თანამშრომლის არჩევას შემოქმედებითად უდგება და გასაუბრებაზე ამოცანების ამოხსნას ითხოვს. მიზნები, შესაძლოა, განსხვავებული იყოს: კანდიდატის ინტელექტუალური შესაძლებლობების შეფასება, იმის გარკვევა, თუ როგორ რეაგირებს იგი არასტანდარტულ სიტუაციაში და ბოლოს, შეფასდეს მისი იუმორის გრძნობა.

გონების გასავარჯიშებლად გთავაზობთ რამდენიმე ამოცანას. შესაძლოა, რომელიმე გასაუბრებაზეც კი შეგხვდეთ – შეეცადეთ უპასუხოთ, სწორი პასუხები კი იხილეთ სტატიის ბოლოს:

1. ადამიანი ცხოვრობს მე-17 სართულზე. ამ სართულზე იგი ადის ლიფტით მხოლოდ წვიმიან ამინდში, ან როდესაც რომელიმე მეზობელი მასთან ერთად მგზავრობს ლიფტით. თუ ამინდი კარგია და ის მარტოა ლიფტში, ადის მხოლოდ მე-9 სართულამდე, ხოლო მე-17-მდე ადის კიბით… რატომ?

2. თუ ღამის 12 საათზე მოდის წვიმა, შეგვიძლია თუ არა 72 საათის შემდეგ ველოდოთ მზიან ამინდს?

3. ფანქარი დევს იატაკზე და სთხოვენ რამდენიმე ადამიანს რომ გადაახტნენ, ვერცერთმა შეძლო ამის გაკეთება, რატომ?

4. როგორ უნდა ვისროლოთ ტენისის ბურთი ისე, რომ ისევ ჩვენ დაგვიბრუნდეს?

5. მან (X) პირველად იგი (Y) შუა აზიის უდაბნოში ნახა. ორიოდე წლის შემდეგ იგი (Y)გადავიდამის (X)გვარზე, მაგრამ ერთად არ უცხოვრიათ, ვინ არიან X და Y ?

6. ზის გოგონა, თქვენ არ შეგიძლიათ მის ადგილზე დაჯდომა, მაშინაც კი, როცა იგი ადგება. სად ზის გოგონა?

7. მამაკაცი ღამით ლოგინში წრიალებდა და ვერაფრით ახერხებდა დაძინებას. შემდეგ მან აიღო ტელეფონი, აკრიფა ვიღაცის ნომერი, რამდენიმე გრძელი ზუმერისმოსმენის შემდეგ გათიშა და მშვიდად დაიძინა, რატომ ვერ იძინებდა აქამდე იგი?

8. სასტუმროში 7 სართულია. პირველზე 4 ადამიანია, ყოველ მომდევნოზე – 2 ადამიანით მეტი, ვიდრე ქვედაზე. სასტუმროს რომელ სართულზე იძახებენ ყველაზე ხშირად ლიფტს?

9. აფრიკაში კომპანია Nike გადააწყდა პრობლემას – საწარმოში ფეხსაცმლის მასშტაბურ ქურდობას. რა მოიმოქმედა კომპანიამ, რათა ქურდობა შემცირებულიყო ნულამდე? ამასთან, დაცვისთვის ხარჯების გაზრდა არ მომხდარა.

10. რომელი რიცხვების სახელშია იმდენი ასო რამდენი ციფრისგანაც შედგებიან ისინი?

11. რა შემთხვევაშია, როდესაც ვუყურებთ ციფრ 2-ს და ვამბობთ „ათს“?

12. ჯორჯ ვაშინგტონი, შერლოკ ჰოლმსი, უილიამ შექსპირი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ნაპოლეონ ბონაპარტი და ნერონი – ჩამოთვლილთაგან რომელი განსხვავდება რადიკალურად სხვებისგან?

13. ბავშვთა საავადმყოფოში პატარა პაციენტებს ძალიან უყვარდათსათამაშო დათუნიებთან თამაში. მათ იმდენად მოსწონდათ ეს სათამაშოები, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ სახლებში მიჰქონდათ. როგორ გადაჭრა ხელმძღვანელობამ ეს პრობლემა?

14. კინემატოგრაფიის გარიჟრაჟის ხანაში ერთ-ერთმა ამერიკულმა კინოთეატრმა დაიწყო გაკოტრება. მაყურებლები იყვნენ უკმაყოფილოები, რადგან კინოსეანსის დროს მანდილოსნები არ იხდიდნენ ფარფლებიან ქუდებს, რომლებიც იმ დროს მოდაში იყო. თავსაბურავები ეფარებოდა ეკრანს. როგორი იაფი და ეფექტური გზა მოიფიქრა კინოთეატრის ადმინისტრაციამ არსებული პრობლემის გადასაჭრელად?

15. ერთი მეცნიერის წიგნის თაროზე დევს ორი წიგნი. პირველი წიგნი დგას მეორის მარცხნივ მის გვერდით. პირველ წიგნში 230 გვერდია, მეორეში 325. როგორ ფიქრობთ, რამდენი გვერდია პირველი წიგნის პირველ გვერდსა და მეორე წიგნის ბოლო გვერდს შორის?

პასუხები:

  1. ეს ადამიანი არის დაბალი. მე-17 სართულის ღილაკს დამოუკიდებლად მხოლოდ ქოლგით წვდება, ან სთხოვს ვინმეს დააჭიროს ამ ღილაკს.
  2. არა, რადგანაც 72 საათის შემდეგ იქნება ისევ ღამე, მზიანი ამინდი ამ დროს შეუძლებელია.
  3. ფანქარი დადეს კედელთან მჭიდროდ.
  4. ავაგდოთ მაღლა.
  5. პრჟევალსკი და პრჟევალსკის ცხენი.
  6. თქვენ ბიჭი ხართ, გოგონა ზის თქვენს მუხლებზე.
  7. კედლის იქით მეზობელი ხმამაღლა ხვრინავდა, რომელსაც გაეღვიძა ტელეფონის რეკვისას.
  8. პირველზე.
  9. კომპანიამ ააშენა კიდევ ერთი ქარხანა და დაიწყო მარჯვენა და მარცხენა ფეხსაცმელების წარმოება ცალ-ცალკე.
  10. ასი და მილიონი.
  11. როდესაც ვუყურებთ საათს.
  12. შერლოკ ჰოლმსი – გამოგონილი პერსონაჟია
  13. ყველა სათამაშოს გაუკეთეს სახვევები და ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ დათუნიები უნდა დარჩენილიყვნენ საავადმყოფოში, რათა გამოჯანმრთელებულიყვნენ.
  14. კინოთეატრში გამოაკრეს განცხადება: „სეანსის დროს მანდილოსნებს გთხოვთ მოიხსნათ თავსაბურავები, ხანშიშესულ ქალბატონებს ეს არ ეხებათ“.
  15. ამ გვერდებს შორის მხოლოდ წიგნების ყდებია.

20 კითხვა მათთვის, ვისაც აზროვნება უყვარს

4 ჩამჭრელი კითხვა, რომელიც თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს შეაფასებს

15 ვებ-გვერდი ტვინის გასავარჯიშებლად

დავალებები ვიზუალური მეხსიერების გასავარჯიშებლად (+ფოტო)

წყარო: adme.ru

ა.ზ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური