GE

15 ყველაზე შთამბეჭდავი უნივერისტეტი მსოფლიოში (+ფოტოები)

ჩვეულებრივ შენობებს შორის მოფლიოში ისეთი შედევრებიც არის, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებს ეკუთვნის. წარმოგიდგენთ 15 ყველაზე შთამბეჭდავ უნივერისტეტს.

ნოტრ-დამის უნივერსიტეტი, აიდაჰო, აშშ

ნოტრ-დამის უნივერისტეტის ღირშესანიშნაობებს შორის გამორჩეულია ოქროს გუმბათი. ამასთან ის აშშ-ში ერთ-ერთი საუკეთესო კვლევით ინსტიტუტად მიიჩნევა.

სანტო-ტომასის უნივერიტეტი, ფილიპინები

უმაღლესი სასწავლებელი ფილიპინების დედაქალაქის შუაგულში მდებარეობს. მთელ აზიაში ის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და შთამბეჭდავი უნივერსიტეტია.

ბერის კოლეჯი, ჯორჯია, აშშ

ჰუმანიტარული მეცნიერების კოლეჯი. დიდი მინდორი ღიაა ყველა მსურველისთვის, ვისაც ლაშქრობა და ცხენოსნობა იზიდავს. გარდა ამისა, კოლეჯის ტერიტორიაზე ირმებსაც შეხვდებით.

ოტაგოს უნივერსიტეტი, ახალი ზელანდია

ამ უნივერსიტეტში თითქმის ყველაფერია: დიდებული შენობები, მათ შორის ნეო-გოთიკური კოშკი.  გარს კი მას ბაღები და მდინარე აკრავს.

ბოლონიის უნივერისტეტი, იტალია

ბოლონიის უნივერისტეტი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სასაწავლებელია, ულამაზესი თაღებით და სვეტებით, აშენდა 1088 წელს.

ბელფასტის დედოფლის უნივერისტეტი, ჩრდ.ირლანდია

დედოფალ ვიქტორიას მიერ დაარსებული უნივერისტეტი 300-ზე მეტ შენობას აერთიანებს. აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულთა შორის რამდენიმე ნობელის პრემიის ლაურეატია.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსეთი

მოსკოვის უნივერისტეტის მთავარი შენობა 36-სართულიანია. აქ განთავსებულია აგრეთვე საკონცერტო დარბაზები, თეატრი, მუზეუმი და საცურაო აუზი.

გლაზგოს უნივერსიტეტი, შოტლანდია

შოტლანდიის ნაცრისფერ ფონზე გლაზგოს უნივერიტეტის გოთიკური შენობა კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება

როიალ როუდის უნივერსიტეტი, კანადა

თავადაპირველად ის სამხედრო კოლეჯი იყო, თუმცა უნივერისტეტს ახლაც მჭიდრო კავშირები აქვს კანადის შეიარაღებულ ძალებთან. საუნივერისტეტო კამპუსში კი სამხედრო ისტორიის მუზეუმია განთავებული.

ქაიროს ამერიკული უნივერისტეტი, ეგვიპტე

ეს ინგლისურენოვანი უნივერიტეტი უპირატესობას სწავლების ამერიკულ მეთოდს ანიჭებს, თუმცა იქ 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები სწავლობენ.

ჩულალონგკორნის უნივერისტეტი, ტაილანდი

ტაილანდის ნომერ პირველი უნივერისტეტი ყოველ წელს ფესტივალს მასპინძლობს. ამ დღეს ადამიანები მდინარეში სხვადასხვა სკულპტურებს, ცაში კი ფრანებს უშვებენ.

ფლაგრელის კოლეჯი, ფლორიდა, აშშ

ფლორიდას შტატში მდებარე ამ უნივერსიტეტის შენობაში თავის დროზე  მდიდრული სასტუმრო იყო განთავსებული და მას პონსე დე ლეონი ერქვა.

კეიპ თაუნის უნივერსიტეტი, სამხრეთ აფრიკა

აღნიშნული უნივერსიტეტი ფაქტობრივად მთაგრეხილზე მდებარეობს, რომელიც მაგიდის მთასთან ახლოსაა.

სიდნეის უნივერისტეტი, ავსტრალია

გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტი ლამაზ შენობაშია, ის ყველაზე პრესტიჟულია ქვეყანაში. აქ ავსტრალიის 6 ყოფილი პრემიერ-მინისტრი სწავლობდა

როიალ ჰოლოვეის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი

ლონდონში მდებარე ამ უნივერიტეტის წითელი აგურის კოშკები კინემატოგრაფების ყურადღებასაც იპყრობს. აქ რამდენიმე ფილმისთვის სცენებიც კი გადაიღეს.

მსოფლიოს 7 ყველაზე ძვირადღირებული და საოცნებო უნივერსიტეტი

მოამზადა ლიკა გახარიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური