GE

GRUNI-ს ასოცირებული პროფესორი ღვინის ტურიზმის მე-9 გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე მონაწილეობდა UNWTO-ს ღვინის ტურიზმის მე-9 გლობალური კონფერენციის – „ღვინის ტურიზმის ხელოვნება“ მუშაობაში, რომელიც ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროფესიონალებმა და ტურისტული მიმართულებების მენეჯერებმა შეისწავლეს, როგორ აერთიანებს ღვინის ტურიზმი ტრადიციებსა და მემკვიდრეობას შემოქმედებითობასა და ინოვაციასთან, რათა ტურიზმის ახალი ფორმები განვითარდეს და ტურისტული ადგილების მიმზიდველობა გაიზარდოს.

კონფერენციაზე შემდეგი საკითხები განიხილეს:

  • ღვინის ტურიზმი ხელს უწყობს დასაქმებასა და რეგიონულ განვითარებას, ხსნის შესაძლებლობებს თემებისა და ბაზრებისათვის;
  • ⁠ბაზრის ტენდენციები აჩვენებს, რომ ავთენტური და ინტერაქტიული გამოცდილება აუცილებელია იმისათვის, რომ დანიშნულების ადგილი დარჩეს კონკურენტუნარიანი და მიიზიდოს მრავალფეროვანი აუდიტორია;
  • ინვესტირება ⁠ნიჭისა და განათლების განვითარებაში ტურიზმის პროფესიონალების მომავალ თაობას უზრუნველყოფს იმ უნარებით, რომლებიც აუცილებელია ღვინის ტურიზმის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის.

GRUNI-ს პროფესორი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს და საერთაშორისო ორგანიზაციის – იტერ ვიტისი (Iter Vitis), პრეზიდენტს, ემანუელა პანკესაც შეხვდა. შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების, ერთობლივი პროექტებისა და არსებული კვლევების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური