GE

2017 წლის 7 ინოვატორი მოზარდი, რომლებმაც სხვა ბავშვების ცხოვრება შეცვალეს

გასულ წელს მოზარდებმა თანატოლთა დასახმარებლად არაერთი არაკომერციული ორგანიზაცია შექმნეს:

1. სანშაინ ოულფკმა, რომელიც ფულს კვადროციკლის შესაძენად აგროვებდა, ყულაბა დათქმულ დროზე ადრე გატეხა და ბებიის კითხვას, თუ რაში დასჭირდა თანხა, გოგონამ უპასუხა, რომ მის კლასელს რძის ფული არ ჰქონდა და მან მეგობრის დახმარება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ლანჩისთვის განკუთვნილი რძე 47 ცენტი ღირდა, სანშაინმა შეამჩნია, რომ მისი კლასელი ერთადერთი არ იყო, ვისაც ეს თანხაც არ ჰქონდა. გოგონამ მათი დახმარებაც გადაწყვიტა და ონლაინპლატფომაზე GoFundMe, რომლის მიზანი სხვადასხვა დანიშნულებით ფულის შეგროვებაა (მაგალითად, წვეულებების დასაფინანსებლად) შექმნა გვერდი. მთელი წლის განმავლობაში მან 6000$-ის გამომუშავება შეძლო.

2. ტყუპებს ჯეკ და მაქს კლეინებს მოხალისედ მუშაობის სურვილის მიუხედავად ამის საშუალება არ ეძლეოდათ, რადგან მათი ინტერესების შესაბამის პროექტებს ვერ პოულობდნენ. მათ გააანალიზეს ისიც, რომ მსგავს სიტუაციაში სხვებიც აღმოჩენილან. ამიტომ ძმებმა პრობლემის გადაჭრა თავადვე გაწყვიტეს და მოხალისეობის მსურველთათვის მონაცემთა ბაზა შექმნეს, სადაც ყველა იმჟამინდელი პროექტი განათავსეს და დაახარისხეს ადგილმდებარეობის, ინტერესებისა და მონაწილეობის ასაკობრივი ზღვარის მიხედვით. ჩამოთვლილ პროექტებს შორის შეგხვდებათ უსახლკაროთა დახმარებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის სხვადასხვა შესაძლებლობა.

3. ტეხასში მცირეწლოვანთა სიკვდილიანობის რიცხვი სულ უფრო იზრდება. 10 წელს ქვემოთ მყოფი ბავშვების გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი ხშირად მათი გახურებულ ავტომობილში დიდხანს დატოვება ხდება. მორიგი უბედური შემთხვევის შემდეგ ბიშოპ ქერიმ დაიწყო ფიქრი პრობლემის მოგვარების გზებზე და შექმნა ხელსაწყო, რომელიც ბავშვის სახისკენ ცივი ჰაერის ნაკადს მიმართავს. ეს საკმაოდ მაღალტექნოლოგიური აპარატი საგანგებო სამსახურების სერვისებმაც შეიძინეს.

4. ჯეკ ბრედლიმ მთელი წელი აუტისტი ბავშვების გვერდით გაატარა, რათა მათი დახმარება და ინკლუზიური განათლების სრულყოფა შეძლებოდა. მან, როგორც პრინჩარდის სტუდენტური ხმის წევრმა, არაერთი სტატია მიუძღვნა ამ საკითხს. მისი გეგმები და ნაშრომები ამ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად პუბლიკაციებად იქცა. ჯეკმა და დედამისმა კენტუკის განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება შეძლეს. მათი მიზანია, განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა ყველას ჰქონდეს.

5. მერვე კლასის მოსწავლე ანიკა ვისევშიმ, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ სანივალის სტრატფორდის სკოლის მოსწავლეა, 1 წლის ასაკში თვალის სინათლე დაკარგა. მისი დაავადება ამბილოპიას სახელითაა ცნობილი.

წლების მანძილზე სხვადასხვა პროცედურების დახმარებით მცირედით მხედველობა აღუდგა. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ექიმების ზედამხედველობის ქვეშაა მან სენსორის, სმარტფონის აპლიკაციისა და სასწავლო ალგორითმების გამოყენებით დიდი შრომის ფასად მოახერხა შეექმნა აპარატი, რომელიც ამარტივებს და აუმჯობესებს ამბილოპიის მკურნალობის ეფექტურობას.

ამჟამად მოწყობილობა საველე ტესტირებას გადის და იმედოვნებენ, რომ ის კარგ შედეგებს აჩვენებს. მსგავსი დაავადება მსოფლიოში 12 მილიონამდე ბავშვს აქვს.

6. 9 წლის ჩიკაგოელმა იაკიკ ჯექსონმა თავის ქალაქში უსახლკაროთა დახმარების მიზნით შექმნა პროექტი “მე ვარ”. იგი მათ ტანსაცმელსა და საკვებს უწილადებდა. შემდეგ შემოწირულობის მიღება და შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობაც დაიწყო.

7. 18 წლის ანაბელ კარენ კლარკი ბუნების აქტივისტი გახდა. მისი საქმიანობა დაიწყო სკოლის გარშემო პატარა მცენარეების დარგვით. გოგონას მიზანი მხოლოდ პეპლების მიზიდვა იყო. ეს ჟესტი კი გარემოსდამცველობითი კვლევებით მისი დიდი დაინტერესების საწინდარი გახდა. გოგონა აქტიურად ჩაება სამოქალაქო ცხოვრებაში. დააარსა სკოლა, რომლის მიზანიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტში. მას გადაეცა უამრავი ჯილდო ბუნების დაცვისა და მოზარდების ინტელექტის ამაღლების გამო. ანაბელის რჩევაა, ახალგაზრდებმა დაიწყონ თავიანთი უნარ-ჩვევების დახვეწა და რეალიზება.

როგორ დავიმახსოვროთ უცხო სიტყვები პირველივე ჯერზე – მეხსიერების 12 საიდუმლო

2018 წლის 10 მოსალოდნელი ტენდენცია და გამოწვევები საგანმანათლებლო სისტემაში

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური