2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2017 ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს, 13:00 საათზე, გახდება ცნობილი.
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ, სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ, “ნედლ” ქულას, გათანაბრებულ ქულას, სკალირებულ ქულას, გამსვლელ ქულას შესაბამისი საგნისათვის. განმარტების სახით განთავებულია დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ არჩეული თითოეული პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისა და მინიმალური გამსვლელი საკონკურსო ქულის შესახებ.
სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი, იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი.
შედეგების ნახვას შეძლებთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.
აბიტურიენტებს შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ (მაგთი, ბილაინი, ჯეოსელი). ამისათვის საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გაგზავნოთ ნომერზე 9 3 3 3 3, მომსახურების საფასური 50 თეთრია.
2017 წლის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების სია
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრებული ქულები
ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა საგნის სტატისტიკური ანალიზი ცნობილია – გამოცდები 2017
-
დადგინდა 2025 წლის 17 დეკემბრამდე უნივერსიტეტში ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსების წესი და პირობები
by ARIS.GE-განათლება
-
თუ დეკრეტში ხართ და სკოლა ხელფასის დარიცხვას აგვიანებს – რა უნდა გაითვალისწინოთ
by ARIS.GE-განათლება
-
თუ ერთწლიანი მაგისტრატურა საზღვარგარეთ გაიარეთ და საქართველოში დოქტორანტურაზე სწავლა გსურთ – რა უნდა იცოდეთ
by ARIS.GE-განათლება