GE

2020-2021 სასწავლო წელს მოსწავლეებისგან გაკვეთილის მიტოვების 2 675 შემთხვევა დაფიქსირდა

საჯარო და კერძო სკოლებმა 2020-2021 სასწავლო წელი, გუშინ, 15 ივნისს დაასრულეს. კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, ბოლო ორი წელია განათლების და მეცნიერების სამინისტროს მოსწავლეების შეფასებისა თუ გაკვეთილებზე დასწრების კუთხით გარკვეული შეღავათების დაწესება უხდება. პანდემიამ გარკვეული შეფერხებები შექმნა მიმდინარე რეფორმის კუთხითაც, რადგან სკოლებში ტექნიკის შეტანა შეფერხდა.

სასწავლო წლის დასასრული განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა სხვადასხვა სკოლებში აღნიშნეს. მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სასწავლო წლის დასრულების ღონისძიებას ქ.თბილისის მე-200 საჯარო სკოლაში დაესწრო, მისი თქმით, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, სამინისტრომ სასკოლო საზოგადოების დიდი ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევით შეძლო ამ დიდი გამოწვევის დაძლევა, მოსწავლეები ბუნებრივ გარემოში დააბრუნა და მათთვის სკოლებში უსაფრთხო გარემო უზრუნველყო.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მიმდინარე სემესტრი საკლასო ოთახებში დასრულდა და ეს იმას ნიშნავს, რომ წერტილოვანი შეზღუდვებით, სკოლებში უსაფრთხოების კონტროლითა და მათი საჭირო რესურსებით აღჭურვის გზით, სამინისტრომ ვირუსის შიდა გავრცელება თავიდან აიცილა და პროცესი წარმატებით მართა.

საგანმანათლებლო მანდატურის სამსახურის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020-2021 სასწავლო წელს შემცირებულია სკოლებში როგორც აკრძალული ნივთების შეტანის ფაქტები, ასევე გაკვეთილების ჩაშლის მცდელობის ოდენობა.

უწყების ინფორმაციით 2019-2020 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში გაკვეთილის თვითნებურად მიტოვების 7 913 შემთხვევა დაფიქსირდა, 2020-2021 წელს კი -2 675.

მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა 4 209 გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა გამოავლინეს 2019-2020 სასწავლო წელს, 2020-2021 წელს კი – 989.

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში 2019-2020 წელს 2040 მოსწავლე გადაამისამართეს. 2020-2021 წელს (4 ივნისის მონაცემებით) კი – 1157.

მოსწავლის დაზიანების 10 ფაქტი და 16 სავარაუდო სუიციდის მცდელობა – რა შემთხვევები გამოავლინეს მანდატურებმა პანდემიის პირობებში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური