2020 წლის მასწავლებლობის მსურველთა კიდევ რამდენიმე საგნის გამოცდის შედეგია ცნობილია – სწორი პასუხები
2020 მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის ზოგიერთი საგნის შედეგი უკვე ცნობილია. მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოქვეყნდა შედეგები შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლ.), ისტორია, ფიზიკური აღზრდა და სპორტის, მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება.
სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.
შედეგების გაგებას მასწავლებლობის მსურველები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93 333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
შედეგებთან ერთად ასევე ცნობილი გახდა რა კრიტერიუმებით შეფასდა თითოეულ საგანში ნაშრომი.
იხილეთ შეფასების კრიტერიუმები საგნების მიხედვით
იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილე არ ეთანხმება შეფასებას, მას შესაძლებლობა ექნება 3 დღის განმავლობაში მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სააპელაციო განაცხადით.
მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. დეტალური ინფორმაცია აპელაციის შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნდება.
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება