2020 წლის მასწავლებლობის მსურველთა ზოგიერთი საგნის გამოცდის შედეგი უკვე ცნობილია – რომელია ეს საგნები
2020 მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის ზოგიერთი საგნის შედეგი უკვე ცნობილია. მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოქვეყნდა შედეგები შემდეგ საგნებში: დაწყებითი საფეხურის საგნები (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება – I-IV), მათემატიკა (I-VI), ქართული ენისა და ლიტერატურა (I-VI), ბუნებისმეტყველება (I-VI), ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია.
შედეგების გაგებას მასწავლებლობის მსურველები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93 333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
შედეგებთან ერთად ასევე ცნობილი გახდა რა კრიტერიუმებით შეფასდა თითოეულ საგანში ნაშრომი.
იხილეთ შეფასების კრიტერიუმები საგნების მიხედვით
იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილე არ ეთანხმება შეფასებას, მას შესაძლებლობა ექნება 3 დღის განმავლობაში მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სააპელაციო განაცხადით.
მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან