GE

2021-2022 სასწავლო წელს მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა გრანტის ოდენობა განისაზღვრა

2021-2022 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა  2,250,000  ლარის ოდენობით განისაზღვრა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაბამისი ბრძანება დღეს, 23 სექტემბერს გამოქვეყნდა.

როგორც დოკუმენტიდან ვიგებთ, თითოეულ პროგრამაზე ჩარიცხულ პირს სახელმწიფო, გასაცემი სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით –  2 250 ლარით დააფინანსებს.

სახელმწიფო გრანტი გაიცემა მასწავლებელთა მომზადების შემდეგ პროგრამებზე: ქართული ენა, ლიტერატურა; მათემატიკა; გეოგრაფია; ისტორია; ფიზიკა; ბიოლოგია; ბუნებისმეტყველება; ქიმია; სამოქალაქო განათლება; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; სპორტი; ინგლისური ენა; გერმანული ენა; რუსული ენა; ფრანგული ენა; ქართული, როგორც მეორე ენა; მუსიკა; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; ზოგადი განათლების I − IV კლასების მასწავლებელი. 

„თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.

თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს“,  – წერია დოკუმენტში.

მთავრობის დადგენილება უკვე ამოქმედებულია.

ასევე იხილეთ:

როგორია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესი

მაძიებლობის თუ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა – რომელი უნდა აირჩიოს მსურველმა?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური