GE

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ხათუნა რაზმაძე გახდა!

2021 წლის საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ხათუნა რაზმაძე გახდა!!!

გამარჯვებული სულ რამდენიმე წუთის წინ, ვახტანგ სარალიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდა. მას ფულადი პრიზის სახით გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა.

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:

  • სოფიო ბაჩილავა – თბილისის კერძო სკოლა ოპიზას მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლების და მე და საზოგადოების მასწავლებელი;
  • ლამარა ბოლქვაძე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • გიტა თვალაბეიშვილი – თბილისის N168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
  • ხათუნა რაზმაძე – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
  • აზა ხანგოშვილი – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი.

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეხუთედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

ასევე იხილეთ:

თითოეულის გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსს ღირსეული გამარჯვებული ეყოლება“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტების ემოციები და მოლოდინები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური