2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნინო ფსუტური გახდა
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2023/10/fsuturi-458x257.jpg)
2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნინო ფსუტური გახდა.
გამარჯვებული მასწავლებლის საერთაშორის დღეს, სულ რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, “გარდენ ჰოლში” დაასახელეს. გამარჯვებულს, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრები კი ლიბერთი ბანკმა დააჯილდოვა.
2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:
ქამრან აფანდიევი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის და ცოფის საჯარო სკოლების ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;
ინა იმედაშვილი – თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
მარინე კვარაცხელია – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
ნინო ფსუტური – გორის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი;
ნინო ნიპარიშვილი – კასპის მუნიციპალიტეტის შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.
აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეშვიდედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
ამავე თემაზე:
კონკურსი, როგორც შესაძლებლობა – „ათეულში ყოფნა სარგებელს ჩემს სკოლასა და მოსწავლეებსაც მოუტანს“
-
აბიტურიენტი: „გამოცდაზე დარიგებული რუკების წამოღება და ჩემი სკოლისთვის ჩუქება მომინდა“ by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ბევრი პედაგოგი სკოლიდან წასვლაზე დაფიქრდება“ – ორად გაყოფილი პოზიცია გორის საგამოცდო ცენტრიდან და პროგნოზები სახელფასო პოლიტიკაზე by ARIS.GE-განათლება
-
2024 წლის აბიტურიენტის ცნობარში ცვლილებები შევიდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე