2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საშუალო სკოლა თითქმის 12%-ით ნაკლებმა მოსწავლემ დაასრულა – საქსტატის უახლესი მონაცემები
2024 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 41.7 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 11.8 პროცენტით ნაკლებია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს, რომელმაც დეკემბერში 2024/2025 სასწავლო წლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
გარდა ამისა, საქსტატის ცნობითვე, დაწყებითი განათლება მიიღო 56.0 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1 პროცენტით ნაკლებია, ხოლო საბაზო განათლება – 46.7 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია იმ მოსწავლეთა რიცხოვნობა, რომელთაც მიიღეს დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლება, 2020-2024 წლებში:
ამავე თემაზე:
-
„კერძო უნივერსიტეტებში გრანტის გაუქმება გვიმცირებს არჩევანის თავისუფლებას“ – ქუთაისელი აბიტურიენტები საგრანტო ცვლილებებს განიხილავენ
by ARIS.GE-განათლება
-
„შემუშავდეს მასწავლებლის გამოცდის ალტერნატივა – თუ კლასში 28 ბავშვიდან 20-ს იდეალური აკადემიური მოსწრება აქვს, დასამტკიცებელი აღარაფერია“
by ARIS.GE-განათლება
-
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება – ყველა ეტაპი და ვადები
by ARIS.GE-განათლება
