2025 წლის აბიტურიენტის ცნობარი განახლდა – რა უნდა გადაამოწმონ აბიტურიენტებმა
2025 წლის აბიტურიენტის ცნობარი 8 აგვისტოს კიდევ ერთხელ განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადასტურებს.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ აბიტურიენტებისათვის განკუთვნილი 2025 წლის ცნობარის განახლებულ ვერსიას. დოკუმენტში ასახულია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული ცვლილებები, მათ შორის მოცემულია განახლებული ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ.
აბიტურიენტთა ცნობარში გამოსაცდელი აგრეთვე გაეცნობა იმ მნიშვნელოვან ინფორმაციასაც, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის დროს. კერძოდ:
- აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);
- აკრედიტაციის ვადები;
გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი; - მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს, საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება).
გახსოვდეთ, რომ აბიტურიენტი საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას რაოდენობაში შეზღუდული არ არის.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
აბიტურიენტებმა ეს მნიშვნლოვანი ინფორმაცა ისევ არ იციან – „სწავლის ხარჯების გათვლაც გაუჭირდებათ“
by ARIS.GE-განათლება