2030 წლისთვის უმაღლესი განათლების ბიუჯეტი 270 მილიონ ლარამდე უნდა გაიზარდოს – რა წერია მთავრობის სამოქმედო გეგმაში
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დაგეგმილია, რომ 2030 წელს მხოლოდ უმაღლესი განათლების დაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 270 მილიონი ლარი უნდა იყოს განსაზღვრული.
საუბარია საქართველოს მთავრობის დადგენილებაზე, რომლის საფუძველზეც დამტკიცდა 2022-2030 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა.
როგორ იქნება განაწილებული დასახელებული თანხა, მთავრობის დოკუმენტში აღწერილი არ არის, თუმცა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის საფუძველზე, გეგმაში გაწერილია სტრუქტურა და მექანიზმი, თუ რა პრინციპით განაწილდება და დაიხარჯება ეს ბიუჯეტი.
რამდენი იქნება უნივერსიტეტების შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება? – ინტერვიუ თამარ სანიკიძესთან
დაფინანსების ახალი მოდელის მიხედვით, მთლიანი თანხა უნდა დაიხარჯოს სამ ძირითად კომპონენტზე:
საბაზისო დაფინანსება: ეს არის სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტებისთვის გამოყოფილი მყარი, გარანტირებული თანხა, რომელიც დროის გარკვეულ პერიოდში უცვლელი რჩება. იგი ითვალისწინებს სტუდენტების რაოდენობას ან მანამდე არსებულ ფიქსირებულ ფორმულას.
შედეგზე/შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება: ბიუჯეტის ეს ნაწილი პირდაპირ მიბმულია უნივერსიტეტის მიერ მიღწეულ შედეგებზე. მისი მიზანია ინსტიტუციური საქმიანობის გაძლიერების მოტივირება და უნივერსიტეტების ხარისხის გაუმჯობესება.
კონკრეტული/სტრატეგიული დაფინანსება: ეს კომპონენტი მოიცავს მიზნობრივ საგრანტო და პროექტებზე დაფუძნებულ დაფინანსებას. თანხის ეს ნაწილი მიმართული იქნება კურიკულუმების მოდერნიზებაზე, სწავლა-სწავლების ინოვაციებზე, კვლევების მხარდაჭერასა და ეროვნული სტრატეგიული მიზნების წახალისებაზე.
გარდა ამისა, 2026 წლის აგვისტოში დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, ამ ფულის ეფექტურად მართვისთვის იქმნება ციფრული ინსტრუმენტები: Uni-Grants: ავტომატიზებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სპეციალურად გრანტებისა და პროგრამული დაფინანსების ზუსტი კალკულაციისთვის შეიქმნება და EUni: უმაღლესი განათლების მართვის ციფრული საინფორმაციო სისტემა.
-
სექტემბრიდან საჯარო სკოლის კლასის დამრიგებლის დანამატი გაორმაგდება – რა წერია 2027 წლის ბიუჯეტის ახალ ვერსიაში
by ARIS.GE-განათლება
-
რას ითხოვს განათლების მიმართულებით საქართველოსგან ევროკომისიის ანგარიში – დეტალები დოკუმენტიდან
by ARIS.GE-განათლება
-
დღეს სკოლებში ძალადობის, ბულინგისა და კიბერბულინგის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დღე აღინიშნება
by ARIS.GE-განათლება
